ჯანსაღი ცხოვრების მეორე წესი

 

2010-spring-wallpaper_1440x900_76659

ადამიანის ჯანმრთელობას 3 ძირითადი გარე ფაქტორი განაპირობებს – საკვები, ჰაერი და წყალი. სამწუხაროდ, ჩვენ კაცობრიობამ ბოლო 2 საუკუნეში ეს სამივე გარე ფაქტორი მოვწამლებთ. წარმოგიდგენიათ?! ის რის გარეშეც სიცოცხლე არ შეგვიძლია – მოვწამლეთ და უფრო მეტიც, ამას ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ ბოლომდე და იგივეს ვაგრძელებთ. მაგრამ ამ თემას არ განვავრცობ ამჯერად… ცოტა უფრო დადებითზე გადავალ, რაც ჯერ კიდევ რაღაც მაინც შემოგვრჩა.

გარდა ჯანსაღი საკვების, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზმისთვის ჯანსაღი ჰაერი, რაც დროთა განმვლობაში სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება, იმ გაგებით რომ დაბინძურება მატულობს, ახალ ნაცრისფერ შენობებთან ერთად, რომლებიც ცვლიან ცოცხალ არსებებს და ჩვენი ფილტვების განუყოფელ ნაწილს – ხეებს. თუმცა ჯერ კიდევ შემორჩა ხეები ქალაქ-გარეთ და ამინდების დათბობასთან ერთად ვიტყოდი რომ აუცილებელია “ჰაერზე” გასვლა ანუ ქალაქ-გარეთ იქ სადაც მანქანების ხმაური ვერ აღწევს.

Continue reading

9 მიზეზი რატომაც უნდა შეამციროთ რძის პროდუქტების მიღება

dairy

საქართველოში რძის პროდუქტების მოხმარება საკმაოდ მაღალია. გთავაზობთ 9 მიზეზს რატომაც უნდა შეამციროთ რძის პროდუქტების მიღება:

1. ოსტეოპოროზი –  დაავადება დაკავშირებული ძვლის ქსოვილის დაზიანებასთან (დავიწროებასთან), რომელიც ძვლის მოტეხილობასა და დეფორმაციას იწვევს

Continue reading

რატომ ჯობია ცოცხალი ბოსტნეული მოხარშულს

Snack-1-Raw-Veggies

რამოდენიმე ფაქტი თუ რატომ ჯობია ცოცხალი ბოსტნეული მოხარშულს:

  • ბოსნტეულის მაღალ ტემპრეტარუზე მომზადების დროს იკარგება ის ნივთიერებები რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
  • ბოსნტეულის მომზადების დროს იკარგება ბევრი ვიტამინი და მინერალი
  • ცოცხალი ბოსტნეული ბევრად მეტ ენერგიას გმატებთ ვიდრე მომზადებული ( შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი და თავად დააკვირდეთ)

Continue reading

რა ხდება კუჭში როცა მიირთმევთ “ერთჯერად” სუპებს

ramen

სწრაფი მომზადების საკვები, როგორიც არის სუპები და მაკარონი, რომელსაც წყალს ასხავთ და 2 წუთში მზად არის, შეიცავს ისეთ ნივთერებას რომელიც ქართულად არ ვიცი როგორ არის 🙂 – Tertiary-butyl hydroquinone  ანუ TBHQ. ეს ნივთიერება არის ნავთობ ინდუსტრიის პროდუქტი და გამოიყენება ხშირად იაფფასიანი მზა საკვების შესანახად. ეს ნივთიერება არც მონელებადია და არც რაიმე კარგი მოაქვს ორგანიზმისთვის. ერთ-ერთმა ექიმმა ჩაატარა კვლევა ამ პროდუქტის მონელებაზე, სადაც შეადარა სახლში გაკეთებული მაკარონი – მზა პაკეტის მაკარონს. ამისთვის გამოიყენა პატარა კაპსულა-კამერა, რომელიც საკვებთან ერთად გადაყლაპეს და 2 საათში, როცა ნორმალური საკვები ფაქტიურად მონელებული იყო, ჩვენი პაკეტის საკვები იგივე მდგომარეობაში იყო, არაფერი შეცვლილა. შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო

Continue reading

ემულგატორები – დააკვირდით შეფუთვას!

თუ თქვენ სუპერმარკეტში პროდუქტებს მხოლოდ ლამაზი შეფუთვით და ბრენდის ცნობადობით არჩევთ, დროა შეიცვალოთ ეს ჩვევა და ცოტა უფრო დაკვირვებული იყოთ, რადგან თქვენი ჯანმრთელობის 70% დამოკიდებულია იმ საკვებზე რომელიც თქვენს ორგანიზმში ხვდება. საკვები მარტო ფიზიკურ სხეულზე არ მოქმედებს, თქვენ გონებაზეც მოქმედებს. თუ არასდროს არ დაგიხედავთ პროდუქტის შემადგენლობისთვის გაკვირვებული დარჩებით ალბათ რომ გაიგებთ რამდენი არაჯანსაღი კონსისტენციისგან შედგება ის რაც ძალიან გიყვართ, და ძალიან შეიძლება იმიტომაც გიყვართ რო იქ გვხვდება ისეთი სუბსტანციები რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, ანუ აჩენს მოთხოვნილებას ორგანიზმში, რაც ბუნებრივად შეიძლება არ გქონდეთ.

Continue reading

გენმოდიფიცირებული პროდუქტები, უკვე ბავშვის საკვებშიც!

gmo-seeds

გენეტიკური მოდიფიკიცია საშუალებას აძლევს მეცნიერებს შექმნან მცენარეები, ცხოველები და მიკრო ორგანიზმები მათ გენეტიკაში ჩარევით და ისეთი ორგანიზმები გამოიყვანონ რაც ბუნებაში არ გვხვდება. გენეტიკაში ჩარევა ნიშნავს ერთი ორგანიზმიდან გენის აღებას როგორიც არის ცხოველი, ვირუსი, ბაქტერია და მეორე ორგანიზმში ამ გენის გადატანას. ამ გენმოდოფიცირებული ორგანიზმებს (GMO) შეუძლიათ შემდეგ თავისით გამრავლება და სხვა არა-გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან შეჯვარება და მთელი ბუნების და ეკოსისტემის შეცვლა/მოშლა. გენმოდიფიცირებული ორგანიზმები საკვებში მიღებულია როგორც არა-მავნე, მაგრამ რეალურად ეს ეფექტი მხოლოდ მოკლე დროშია ასე, რა შედეგები მოჰყვება ამას გრძელვადიან პერიოდში არავინ იცის, თუმცა ბევრი მეცნიერების ვარაუდიდ არცთუ ისე კარგი.

Continue reading

შაქარი – მწარე სიმართლე

1928339427_1359798961

ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ გინდათ მისდიოთ, შაქარი ერთ-ერთი პირველი საკვებია რაც უნდა შეამციროთ, უფრო მეტიც, კარგი იქნებ სულ თუ ამოიღებთ თქვენი კვებიდან. აქ იგულისხმობ ქარხნულ გადამუშავებულ შაქარი, რომელსაც ბევრი მეცნიერი და ექიმი თეთრ შხამს უწოდებს. შაქარს დღეს-დღეობიოთ ამზადებენ ქიმიური წესით, რაც მას ყველანაირ ღირებულებას უკარგავს, შედეგად ვიღებთ “ცარიელ კალორიებს” – ანუ კალორიას რომელსაც გამოცლილი აქვს ყველა ვიტამინი და მინერალი, რომელიც არ გმატებთ არაფერს, ჭარბი წონის გარდა. შაქარი პირიქით ფიტავს ორგანიზმს ვიტემინებისა და მინრალებისგან, და ორგანიზმი უფრო მარტივად ხდება სხვადასხვა ვირუსების მსხვერპლი. თუ ფიქრობთ რომ ცოტა შაქარს იღებთ რადგან ჩაის ან ყავას უშაქროდ მიირთვეთ ცდებით, შაქარი დიდი რაოდენობით არის ტკბილეულებში, შოკოლადში და ნამცხვრებში, გაზიან სასმელებში (კოკაკოლა, პეპსი, ლიმონათები) და “ნატურალურ” წვენებში, რომელიც ასე გიყვართ და ბევრი ისეთ პროდუქტშიც კი როგორიც არის კეჩუპი, რძის პროდუქტები (იოგურტი), პურიც კი შემხვედრია შაქრის შემცველობით. დღევანდელი სუპერმარკეტების პროდუქცია გაჯერებულია ათასგვარი შაქრის შემცველი პროდუქტებით, რომელიც შაქრის გარდა კაცმა არ იცის კიდევ რამდენ მავნე ნივთიერებას შეიცავს

Continue reading

რატომ ჯობია ვეგეტარიანული კვება

ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება ვეგეტარიანელი –  მას შეიძლება ჯანმრთელი ცხოვრება უნდოდეს, შეიძლება დიდხანს ცხოვრება უნდოდეს, შეიძლება გარემოს დაბინძურების შემცირება უნდოდეს, შეიძლება დედამიწის ბიოლოგიური სახის შენარჩუნება უნდოდეს, შეიძლება ცხოველები ეცოდებოდეს ან ყველა ეს მიზეზი ერთად.

ზოგადად უკვე დიდი ხანია ცნობილია და დამტკიცებულია რომ ვეგეტარიანელები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ და უფრო ჯანმრთელები არიან. ყველა დაავადების 70% მოდის არასწორი კვებისგან, აქედან ერთ მესამედ შემთხვევაში კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს. ვეგეტარიანული კვება ამცირებს რისკს ბევრ დავაადებებზე მათ შორის –  ჭარბწონიანობაზე, მაღალ წნევაზე, არტერიული დავადებებზე, დიაბეტზე და სხვადასხვა ორგანოების სიმსივნეზე. არსებობს რამოდენიმე ტიპის ვეგეტარიანული დიეტა, ამ შემთხვევაში საუბარი გვექნება სტანდარტული ვეგეტარიანულ დიეტაზე რაც მოიცავს – ბოსტენეულებს, ხილს, რძის პროდუქტებს.. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა საკვები გარდა ცხოველური ხორცისა და ზღვის პროდუქტებისა.

IVU_Man

ასობით მიზეზი არსებობს რატომ ჯობია ვეგეტარიანული დიეტა, შევეცდება ჩამოვთვალო მთავარი და ძირითადი მათგანი:

Continue reading