როგორ განთავისუფლდე უაზრო ტვირთისგან და იგრძნო თავი ბედნიერად

eduard-militaru-98570ყოველთვის მიყვარდა ძველი ნივთების გადაყრა ან გაჩუქება, საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა. მგონი იმაზე მეტად მიყვარდა ეს პროცესი ვიდრე, ახლის შეძენა. თითქოს ამით წარსულს იშორებ თავიდან და თავისუფლდები რაღაც უაზრო ტვირთისგან რომელიც უხილავად გადევს მხრებზე. როგორც კი ამ ნივთებს იშორებ თავს რაღაცნიარად მსუბუქად და ლაღად გრძნობ.

მაგრამ სულ მენანებოდა ამ ნივთების ნაგავში გადაგდება, ვფიქრობდი, აი ვინმეს ხომ შეიძლება გამოადგეს თქო? ზოგჯერ მეგობრებს ვაჩუქებდი რაც კარგი იყო. ანუ კარგის გადაგდებაც მიყვარს, თუ ძველია, და ყოველთვის არის ჩემში ძლიერი სურვილი იმისა, რომ ცხოვრება იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და ჰაეროვანი, ზედმეტი უაზრო ტვირთის გარეშე. ყოველი დღე იწყებოდეს ახალი დღით, წარსულის კვალის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა კარგი იყო თუ ცუდი, ფაქტია რომ იყო, როცა იყო კარგი იყო, ეხლა კი ცხვირწინ ახალი დღეა, ახალი შესაძლებლობები, ახალი განცდები… როცა წარსულს მუდამ თან ატარებ ამ ახლის მიმართ ჩაკეტილი ხარ, რადგან წარსულში ცხოვრობ, წარსულით უყურებ ახალს, გუშინდელი სიბრაზით უკვე დიდხანს ჩავლილ ფაქტს… ეს ერთგვარი ბინდია თვალებში, რომელიც რეალობის დანახვაში და ცხოვრების სრულად შეგრძნებაში ხელს გვიშლის.

Continue reading

იოგა – ჯანმრთელობის თუ ზიანის მომტანი?

yoga1-1

ფიზიკური ვარჯიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ ჩვენი დროის ადამიანებს ეს ფაქტი კარგად გააზრებული არ აქვთ. ხშირად მშობლებს ბავშვები ადრეული ასაკიდანვე დაჰყავთ რაიმე სპორტზე, რომ ფიზიკურად სწორად ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთჯერადი “ინვესტიცია” კარგია, მომავალში ჯანმრთელობის გარანტიის მომცემი მაინც არ არის. მითუმეტეს დღევნადელ სამყაროში, როცა შრომამ ფიზიკურიდან გონებრივზე გადაინაცვლა და ადამიანი სულ უფრო ნაკლებად მოძრაობს: სახლი-მანქანა-ოფისი-მანქანა-სახლი. მერე შუაში აფთიაქი რომ ჩაემატება აღარ უნდა გაგიკვირდეთ. მართალია ეგ აფთიაქები “გისურვებთ ჯანმრთელობას”, მაგრამ მთელი მათი ბიზნესის წარმატება თქვენი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, კერძოდ კვებაზე და ფიზიკურ ვარჯიშზე. საქართველოში არსებული აფთიაქების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ მოსახლეობის 95%-ზე მეტი ამ ორ ფაქტორს (კვებას და ვარჯიშს) საერთოდ არ აქცევს ყურადღებას.

Continue reading

ჰაერის ფილტრაციის 15 ბუნებრივი საშუალება ანუ მცენარეები

1980 წელს, NASA-მ და ამერიკის Associated Landscape Contractor-ებმა ერთად შეისწავლეს სახლის მცენარეები, კოსმოსურ ობიექტებზე გამოყენების მიზნით. მათ აღმოაჩინეს რამოდენიმე მცენარე, რომლებიც ფილტრავენ ჰაერში “საერთო აქროლადი ორგანული ნაერთებს” (VOCs). საბედნიეროდ, ამ მცენარეებს ასევე შეუძლია დაეხმაროს ჰაერს სახლში, დედამიწაზე, რომელიც, როგორც წესი, ბევრად უფრო დაბინძურებულია, ვიდრე გარე ჰაერი. მას შემდეგ სხვა კლვევებმა, რომლებიც გამოქვეყნდა Journal of American Society of Horticultural Science დამატებით დადასტურეს ეს აღმოჩენა. გთავაზობთ მოსახერხებელი სიას საუკეთესო ჰაერის ფილტრაცის მცენარეებზე: (სამწუხაროდ ამ მცენარეების ქართული დასახელება არ არის ჩვენთვის ცნობილი, და პირდაპირი თარგმანი მოსდევს, ასევე ზოგიერთ ქიმიური ნივთიერებას)

Aloe (ალოე)

body_aloe_0

ეს ადვილად-მზარდი, მზის მოყვარული წვნიანი მცენარე, ასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდის და ბენზოლისგან, რომელიც შეიძლება იყოს ქიმიურად დაფუძნებული საწმენდი საშუალებების და საღებავების სუბპროდუქტი. ალოეს არის გონივრული არჩევანი მზიანი სამზარეულოს ფანჯრისთვის. გარდა საჰაერო გამწმენდითი შესაძლებლობებისა, ალოეს შიდა სითხეს შეუძლია დაგეხმაროთ ჭრილობების და დამწვრობების მოშუშებაში.

Continue reading