საღეჭი რეზინი – ყველაზე ტოქსიკური პროდუქტი?

 

Stevia-chewing-gum-appeals-to-natural-ingredients-trend-says-Cargill_strict_xxl

საღეჭი რეზინის შემადგონლობას დაკვირვებიხართ? თუ კი, იცით რომელიმე მისი შემადგნელობა რა არის ან სადიდან მოდის? საღეჭი რეზინები ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური პროდუქტია, თუ კარგად დავაკვირდებით მის შემადგენლობას. ან საერთოდ რა არის ის რასაც ღეჭავთ – დაახლოებით რეზინა და პლასტმასი! გარდა მთელი რიგი ემულგატორებისა საღეჭი რეზინის ძირითადი კომპონენტები არის:

რეზინა. ისეთ რაღაცეებისგან შედგება ამის ქართული ქიმიური შესატყვისი ნამდვილად არ ვიცი ამიტომ ინგლისურად დავწერ - elastomers, plasticizers, fillers, resin, polyvinyl acetate, paraffin wax. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ პლასტმასი, ნავთობი და რეზინა

Aspartame. შაქრის ჩამნაცვლებელი სუბსტანცია, რომელსაც ბევრი დიეტური პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს და რომლის ავ-კარგიანობაც დიდი კამათის თემა არის მსოფლიოში.ეს სუბსტანცია ბევრი დაავადებების გამომწვევი შეიძლება იყოს როგორიცაა – დიაბეტი, სკლეროზი, ასთმა, ჭარბწონიანობა. ასევე შეიძლება დიდი ზიანის მომტანი იყოს ტვინისთვის – ზედმეტი მოხმარება ანადგურებს ტვინის უჯრედებს

ქიმიურად დამუშავებული ქოქოსის ზეთი და სახამებელი. ამ ორი ნივთიერების ქიმიურად დამუშავება წარმოშობს “ტრანს ცხიმებს”, რაც ცნობილია რომ ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის

ფერები (titanium dioxide, blue 2 lake, red 40). Titanium Dioxide – ახალი კვლევების შედეგად დადგინდა რომ ეს ნივთიერება არის კარცინოგენური და იწვევს სიმსივნეს. Red 40 – არის ნავთობისგან მიღებული ნივთიერება

Sorbitol, Xylitol, Mannitol, Maltitol. ეს ნივთიერებები მიიღება შაქრისგან, მაგრამ ისეთი დამუშავებული არის რომ ხდება “უშაქრო”. საერთოდ ასეთი ექსტრამალურად დამუშავებული ნებისმიერ საკვები ნივთიერება ვერ ჩაითვლება ჯანსაღად, რადგან ყველა დადებით თვისებას კარგავს

საღეჭი რეზინი და მონელება. როდესაც საღეჭ რეზინს ღეჭავთ, ტვინს გონია რომ საჭმელს მიირთმევთ, და აგზავნის სიგნალს კუჭში, რის შედეგადაც გამოიყოფა მომნელებელი ნივთიერებები. ამ ნივთერებების ხშირად გამოყოფამ დროთა განმავლობაშ შეიძლება შეანელოს პროცესი, რის შედეგადა ორგანიზმს გაუჭირდება საჭმლის მონელება

რაჩ შეიძლება თქვენი კბილებისთვის იყოს კარგი (?) და თქვენი სუნქთვისთვის სასიამოვნო, ორგანიზმისთვის საკმაოდ არაჯანსაღი არის. ასე რომ, ჯობია საღეჭი რეზინის ხშირად მომხარებას თავი აარიდოთ… არადა რეკლამაში როგორ ამბობენ ხოლმე? “… ყოველი ჭამის შემდეგ….” თქვენ ზიანს აყენებთ ორგანიზმს სინამდვილეში ))

101557817

რა ხდება კუჭში როცა მიირთმევთ “ერთჯერად” სუპებს

ramen

სწრაფი მომზადების საკვები, როგორიც არის სუპები და მაკარონი, რომელსაც წყალს ასხავთ და 2 წუთში მზად არის, შეიცავს ისეთ ნივთერებას რომელიც ქართულად არ ვიცი როგორ არის :) - Tertiary-butyl hydroquinone  ანუ TBHQ. ეს ნივთიერება არის ნავთობ ინდუსტრიის პროდუქტი და გამოიყენება ხშირად იაფფასიანი მზა საკვების შესანახად. ეს ნივთიერება არც მონელებადია და არც რაიმე კარგი მოაქვს ორგანიზმისთვის. ერთ-ერთმა ექიმმა ჩაატარა კვლევა ამ პროდუქტის მონელებაზე, სადაც შეადარა სახლში გაკეთებული მაკარონი – მზა პაკეტის მაკარონს. ამისთვის გამოიყენა პატარა კაპსულა-კამერა, რომელიც საკვებთან ერთად გადაყლაპეს და 2 საათში, როცა ნორმალური საკვები ფაქტიურად მონელებული იყო, ჩვენი პაკეტის საკვები იგივე მდგომარეობაში იყო, არაფერი შეცვლილა. შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო

Continue reading

გენმოდიფიცირებული პროდუქტები, უკვე ბავშვის საკვებშიც!

gmo-seeds

გენეტიკური მოდიფიკიცია საშუალებას აძლევს მეცნიერებს შექმნან მცენარეები, ცხოველები და მიკრო ორგანიზმები მათ გენეტიკაში ჩარევით და ისეთი ორგანიზმები გამოიყვანონ რაც ბუნებაში არ გვხვდება. გენეტიკაში ჩარევა ნიშნავს ერთი ორგანიზმიდან გენის აღებას როგორიც არის ცხოველი, ვირუსი, ბაქტერია და მეორე ორგანიზმში ამ გენის გადატანას. ამ გენმოდოფიცირებული ორგანიზმებს (GMO) შეუძლიათ შემდეგ თავისით გამრავლება და სხვა არა-გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან შეჯვარება და მთელი ბუნების და ეკოსისტემის შეცვლა/მოშლა. გენმოდიფიცირებული ორგანიზმები საკვებში მიღებულია როგორც არა-მავნე, მაგრამ რეალურად ეს ეფექტი მხოლოდ მოკლე დროშია ასე, რა შედეგები მოჰყვება ამას გრძელვადიან პერიოდში არავინ იცის, თუმცა ბევრი მეცნიერების ვარაუდიდ არცთუ ისე კარგი.

Continue reading

შაქარი – მწარე სიმართლე

1928339427_1359798961

ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ გინდათ მისდიოთ, შაქარი ერთ-ერთი პირველი საკვებია რაც უნდა შეამციროთ, უფრო მეტიც, კარგი იქნებ სულ თუ ამოიღებთ თქვენი კვებიდან. აქ იგულისხმობ ქარხნულ გადამუშავებულ შაქარი, რომელსაც ბევრი მეცნიერი და ექიმი თეთრ შხამს უწოდებს. შაქარს დღეს-დღეობიოთ ამზადებენ ქიმიური წესით, რაც მას ყველანაირ ღირებულებას უკარგავს, შედეგად ვიღებთ “ცარიელ კალორიებს” – ანუ კალორიას რომელსაც გამოცლილი აქვს ყველა ვიტამინი და მინერალი, რომელიც არ გმატებთ არაფერს, ჭარბი წონის გარდა. შაქარი პირიქით ფიტავს ორგანიზმს ვიტემინებისა და მინრალებისგან, და ორგანიზმი უფრო მარტივად ხდება სხვადასხვა ვირუსების მსხვერპლი. თუ ფიქრობთ რომ ცოტა შაქარს იღებთ რადგან ჩაის ან ყავას უშაქროდ მიირთვეთ ცდებით, შაქარი დიდი რაოდენობით არის ტკბილეულებში, შოკოლადში და ნამცხვრებში, გაზიან სასმელებში (კოკაკოლა, პეპსი, ლიმონათები) და “ნატურალურ” წვენებში, რომელიც ასე გიყვართ და ბევრი ისეთ პროდუქტშიც კი როგორიც არის კეჩუპი, რძის პროდუქტები (იოგურტი), პურიც კი შემხვედრია შაქრის შემცველობით. დღევანდელი სუპერმარკეტების პროდუქცია გაჯერებულია ათასგვარი შაქრის შემცველი პროდუქტებით, რომელიც შაქრის გარდა კაცმა არ იცის კიდევ რამდენ მავნე ნივთიერებას შეიცავს

Continue reading