ქართული ნაყინის შემადგენლობას დაკვირვებიხართ?

evan-kirby-71617

თქვენი საყვარელი ნაყინის შემადგენლობას დაკვირვებიხართ? სამწუხაროა, მაგრამ ვერც ერთი შეფუთული ნაყინი ვერ ვიპოვე რომელიც არ იქნება გაჯერებული ემულგატორებით (ქიმიურად მიღებული ესენციებით). მაგალითად გურჯაანის ნაყინში შედის შემდეგი ნივთირებები – E471, E412, E466, E407. ლიდერის ნაყინში – E407, E410, E412, E417. თოლიას ხომ საერთოდ არ ენანება! ბარამბოს იმედი მქონდა, რადგან სხვა შოკოლადებთან შედარებით მათი პროდუქცია გამოირჩევა ნაკლები (თითქმის ნული) ემულგატორებით, მაგრამ ნაყინზე ამას ვერ ვიტყვით.

რატომ აკეთებენ ამას? რა საჭიროა ამდენი ემულგატორის დამატება? იმიტომ რომ შენახვის ვადა ჰქონდეს 12 თვე. როგორ შეიძლება რძის პროდუქტს ჰქონდეს ამდენი ხანი შენახვის ვადა?! მაგრამ კომპანიებისთვის ეს ძალიან მომგებიანი, რადგან ისინი ამცირებენ პროდუქციის ხარჯს და სამწუხაროდ სულაც არ ანაღვლებთ ხალხის ჯანმრთელობა.

ადრე გურჯაანის ჭიქის ნაყინს ვანიჭებდი უპირეტესობას, რადგან არ ჰქონდა საერთოდ ემულგატორები და შესაბამისად შენახვის ვადა 6 თვე ჰქონდა (ესეც საეჭვოდ ბევრია, მაგრამ ჯანდაბას 🙂 ). თუმცა როგორც ჩანს, მათაც გადაწყვიტეს “მომგებიან ბიზნეს მოდელზე” გადასვლა და მეტიც, ტრანს ცხიმებიც დაუმატებიათ ჭიქის ნაყინში . ტრანს ცხიმები არის ყველაზე არაჯანსაღი ცხიმი.

ემულგატორების პირდაპირი ეფექტი არ აქვს, რომ რაიმე უარყოფითი შედეგი იგრძნოთ, მაგრამ გრძელვადიანი პერიოდში შეიძლება ცუდად აისახოს ჯანმრთელობაზე. ბევრი ემულგატორი უკვე უკავშირდება სხვადასხვა დაავადებებს და კარცონიგენებადაც ითვლება – ანუ კიბოს გამომწვევი შეიძლება იყოს. ადამიანის ჯანმრთელობის 70% დამოკიდებულია საკვებზე, და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ფარმაციის ბიზნესი მსოფლიოს ტოპ სამეულში შედის, აშკარად ჩვენი კვება არ არის სწორი. ათასგვარი ქიმიუირი დანამატებით გაჯერებული საკვები კარგი არაფრის მომტანია.

ზემოთ ჩამოთვლილი ემულგატორებზე ვერაფერი განსაკუთრებით სახიფათო ვერ აღმოვაჩინე, ანუ არ არის ჯერ გამოკვლეული, თუმცა ზოგიერთი რაღაც დაავედებებს უკავშირდება. მაგრამ თუ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ჯობია მაქსიმალურად მოერიდოთ ამ უცხო ნივთიერებებით გაჯერებულ საკვებს. ჯანმრთელი საკვები უნდა შედგებოდეს ცნობადი ინგრედიენტებისგან და არა მენდელეევის ქიმიური ტაბულისგან.

მაგრამ რა ვქნათ როცა ნაყინი ძალიან გვიყვარს? ალბათ ჯობია ისეთი შევიძინოთ რომელიც ადგილზე მზადდება – “ჩამოსასხმელი” ან ჯელატო. უფრო გემრიელიც არის და ჯანსაღიც. მე პირადად Luca Polare-ს ვანიჭებ უპირატესობას, გემოთი და ხარისხით.

 

Comments

comments

Leave a Reply