როგორ განთავისუფლდე უაზრო ტვირთისგან და იგრძნო თავი ბედნიერად

eduard-militaru-98570ყოველთვის მიყვარდა ძველი ნივთების გადაყრა ან გაჩუქება, საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა. მგონი იმაზე მეტად მიყვარდა ეს პროცესი ვიდრე, ახლის შეძენა. თითქოს ამით წარსულს იშორებ თავიდან და თავისუფლდები რაღაც უაზრო ტვირთისგან რომელიც უხილავად გადევს მხრებზე. როგორც კი ამ ნივთებს იშორებ თავს რაღაცნიარად მსუბუქად და ლაღად გრძნობ.

მაგრამ სულ მენანებოდა ამ ნივთების ნაგავში გადაგდება, ვფიქრობდი, აი ვინმეს ხომ შეიძლება გამოადგეს თქო? ზოგჯერ მეგობრებს ვაჩუქებდი რაც კარგი იყო. ანუ კარგის გადაგდებაც მიყვარს, თუ ძველია, და ყოველთვის არის ჩემში ძლიერი სურვილი იმისა, რომ ცხოვრება იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და ჰაეროვანი, ზედმეტი უაზრო ტვირთის გარეშე. ყოველი დღე იწყებოდეს ახალი დღით, წარსულის კვალის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა კარგი იყო თუ ცუდი, ფაქტია რომ იყო, როცა იყო კარგი იყო, ეხლა კი ცხვირწინ ახალი დღეა, ახალი შესაძლებლობები, ახალი განცდები… როცა წარსულს მუდამ თან ატარებ ამ ახლის მიმართ ჩაკეტილი ხარ, რადგან წარსულში ცხოვრობ, წარსულით უყურებ ახალს, გუშინდელი სიბრაზით უკვე დიდხანს ჩავლილ ფაქტს… ეს ერთგვარი ბინდია თვალებში, რომელიც რეალობის დანახვაში და ცხოვრების სრულად შეგრძნებაში ხელს გვიშლის.

როცა ერთხელ გარდერობს და უჯრებს გადავხედე – აბა რისი გადაგდება შეიძლება აქედან – გავიფიქრე და მომივიდა ასეთი იდეა – ნეტავ ერთი ვებგვერდი იყოს სადაც ასეთ ნივთებს დადებდი, რაც აღარ გჭირდება და ვისაც მოეწონებოდა წაიღებდა. მეც ბედნიერი ვიქნებოდი იმით რომ მოვიშორე პლუს იმით რომ ვიღაც გავახარე, და ვისაც გაეხარდა ისიც ხომ ბედნიერი იქნება თავისთავად.

ეს იდეა მეგობარს გავუზიარე, ხომ არ გაგვეკეთებინა ასეთი რამ თქო? თავიდან ცოტა სკეპტიკურად შეხედა, საქართველოში არამგონია გაამართლოსო. მე ვუთხარი რომ საქართველოთი არ უნდა შემოვიფარგლოთ, ეს უნდა იყოს გლობალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს იდეა მოეწონა, თუმცა მერე საქართველოსიც დაიჯერა :)).

დარწმუნებული ვარ ბევრს მოსვლია ასეთი იდეა, მაგრამ კარგი იდეები ყველას მოგვდის, მთავარია გამბედაობა და იდეის დაჯერება (მიუხედავად იმის სხვა რას ფიქრობს), რომ იდეა რეალობად ვაქციოთ. ამაში დიდი წვლილი ჩემს მეგობარს მიუძღვის. ბევრს არ სჯეროდა ეს პროექტი რომ გაამართლებდა, მაგრამ ჩვენ იმდენად ბევრ დადებით რაღაცას ვხედავდით ამაში, მაინც გავრისკეთ და ჩავდეთ ჩვენი დრო, ენერგია და ფული, რომ ეს განგვეხორციელებინა. რამოდენიმე საგრანტო და სტარტაპების დაფინანსების პროგრამებშიც მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამ ფაქტმაც არ მოახდინა ჩვენი დემოტივაცია. მართალია დიდხანს გაგვიგრძელდა ამ თემაზე მუშაობა, რადგან პარალელურად სხვა საქმით ვიყავით დაკავაბულნი, თან მე საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ ბოლო 1 თვის მანძილზე სრულად გადმოვერთე ამ პროექტზე და 2 კვირის წინ გავუშვით ვებგვერდი Fulwish.com.

Fulwish_main 2

ეს ვებგვერდი უკვე ძალიან მიყვარს, იმიტო არა რომ ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი, უბრალოდ იმიტომ, რომ მჯერა ძალიან კარგი ინიციატივაა და ამის რამოდენიმე მიზეზს გეტყვით:

  1. გაძლევს საშუალებას რომ გამოემშვიდობო წარსულს და ისეთ ნივთებს რაც არ გჭირდება და საერთოდ არ იყენებ. ტყუილად იკავებს ადგილს სახლში, ტყუილად იკავებს სივრცეს, არა მარტო თქვენ საცხოვრებელ ადგილას არამედ თქვენს გონებაშიც. ამ ტვირთისგან განთავისუფლება მოგანიჭებთ სიმსუბუქეს და ბედნიერებას.
  2. თქვენი უსარგებლო ნივთი შეიძლება სხვას გამოადგეს და დიდი სიამოვნებით მიიღოს ეს საჩუქარი თქვენგან. როცა სხვას გაახარებთ, ეს თქვენც მოგანიჭებთ ბედნიერებას.
  3. ცოტა გლობალურად რომ შევხედოთ მსოფლიოს (და დროა შევხედოთ), 7 მილიარდი ადამიანი ვცოხვრობთ, რაც სამწუხაროდ კატასტროფულად იზრდება. ეს ამდენი წარმოება და ხარბი მოხმარება, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ერთადერთ პლანეტას. ხალხს ალბათ ჰგონია, რომ თუ ამაზონის ტყე ბრაზილიაში იჩეხება, ეს მათ არანაირად შეეხება. ცდებიან, ყველაფერი ურთიეთდაკავშირებულია, რადგან დედამიწის ჟანგბადის 20% სწორედ ტროპიკული ტყეებიდან მოდის. ჩვენი გადაგდებული ნაგვით კი ოკეანეები იწამლება. პროდუქციის ხარბად მოხმარების შედეგად ათასობით ტონა ქიმიკატები ჩადის მდინარეებში. ვფიქრობ ჩვენი ვალია როგორც კაცობრიობის, რომ ცოტა მაინც დავუტოვოთ მომავალ თაობას ამ პლანეტის, ცოტა მაინც და უფრო გააზრებულად ვიცხოვროთ. უფრო გააზრებულად ცხოვრება ნიშნავს ჩვენი რესურსების ეფექტურად გამოყენებას და უაზრო მომხმარებლობის სინდრომიდან თავის დაღწევას. Fulwish.com-ს საშუალებით ჩვენ ერთის მხრივს ვამცირებთ ნაგავს და მოერეს მხრივ ვამცირებთ ახალ პროდუქციას. ამასთან ერთად ეს მოტივაციას გვაძლევს დავფიქრდეთ, როცა რამეს ვყიდულობთ, მართლა გვჭირდება ეს ნივთი თუ ლამაზი რეკლამით ვართ გაბრუებული ან უბრალოდ მოგვწონს.
  4. თქვენ ბედნიერი ხართ რომ გაეცით უსარგებლო ნივთები. ვინც მიიღო ისინიც ბედნიერები არიან. ჩვენ სახლი – პლანეტა დედამიწაც ბედნიერია რომ ვზრუნავთ მასზე 🙂

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ უნდა გასცეთ როცა შეიძლება გაყიდოთ? მე გიპასუხებდით იქნებ გაცემამ უფრო დიდი ბედნიერება მოგიტანოთ, ვიდრე “ორმა კაპიკმა”? აბა დაფიქრდით… ამ თემაზე ძალაინ კარგი სტატია აქვს თაკო მეფარიშვილს – “რასაცა გასცემ შენია?!”. ძალაინ კარგად აქვს ახსნილი რას ნიშნავს გაცემა, ამაზე უკეთესად ალბათ ვერც დავწერდი.

აბა, მზად ხართ განათავსოთ თქვენი მეორე მობილური? კარგით, თუ გჭირდებათ არაუშავს 🙂 ის ფეხსაცმელი 2 წელი რომ ყუთში დევს და არ გცმიათ? ის მაისური რომელიც გაჩუქეს და ფერი არ მოგწონთ? ის ტექნიკა რომელსაც ახლით შეცვლით? დარწმუნებული ვარ რამე მაინც გექნებათ სახლში უსარგებლო. გპირდებით, რომ ამ უაზრო და უსარეგბლო ნივთების თავიდან მოშორება, ძალიან კარგ შეგრძნებას დაგიტოვებთ.

ორი სიტყვით გეტყვით როგორ მუშაობს ვებგვერდი, ძალიან მარტივია: გადაუღეთ ფოტო ნივთს რომლის გაცემაც გსურთ და ატვითეთ ვებგვერდზე, შემდეგ მსურველები რომ გამოგეხმაურებიან თქვენ გადაწყვიტავთ ვის მისცეთ. მსურველი მოვა თქვენ დათქმულ დროს და ადგილას, რაზეც შეთანხმდებით წინასწარ და წაიღებს ნივთს. თუ თქვენ მოგეწონათ რამე ნივთი, მიწერეთ ნივთის მფლობელს და დაელოდეთ გამოხმაურებას. ვებგვერდის როლი არის რომ ორი ადამიანი ერთმანეთს დააკვშიროს, დანარჩენ დეტალებზე თვითონ უნდა მორიგდეთ და რათქმაუნდა დაადასტუროთ გაცემა, რაც ვებგვერდზე აისახება.

ეს კარგია, წაიკითხეთ, მოგეწონათ და იფიქრეთ, რომ აი თავს რომ მოვაბავ მერე და გავცემ – “ზეგ”. არ აყვეთ ამ ცდუნებას, ერთმა მეგობარმა საინტერესო რაღაც თქვა: “ამ საიტის შესახებ რომ გამიზიარა ჩემმა მეგობარმა, ავჟიტირდი, მერე დრო არ მქონდა, მომექექა “ბარახლო”, ათასი მიზეზი გამომიჩნდა, რომ თავი არ მეგრძნო კარგად, რასაც გაცემის დროს გრძნობ.” კარგი სლოგანი გამოვა მგონი – “ნუ მოიგონებ ათასს მიზეზს, რაც გასაცემია გაეცი დღესვე” :))

დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ Fulwish-ი და იმედი მაქვს გაცემის ბედნიერებას გამოცდით და გაგვიზიარებთ თქვენ შთაბეჭდილებას.

P.S. შეგიძლიათ  Facebook-ზეც შემოგვიერთდეთ

Comments

comments

One thought on “როგორ განთავისუფლდე უაზრო ტვირთისგან და იგრძნო თავი ბედნიერად

Leave a Reply