რატომ ვეგეტარიანული კვება – აღმოსავლური ხედვა

agra-5აღმოსავლეთში, კერძოდ ინდოეთში ბევრი ადამიანი ვეგეტარიანულ კვებას ირჩევს. უფრო სამხრეთში, სადაც შუა აზიური და დასავლური კულტურის ნაკლები შერწყმა მოხდა. თითქმის ყველა საკვებ ობიექტს, ან რესტორანს აწერია ვეგეტარიანულია თუ არა, და უმეტესობა ვეგეტარიანულია. სამზარეულოები გამიჯნულია ერთმანეთისგან, შეიძლება ერთი და იგივე რესტორანს ცალ-ცალკე დარბაზებიც კი ჰქონდეს. ასევე ყველა საკვებ პროდუქტს, რომელიც არ შეიცავს ხორც პროდუქტებს, აქვს მწვანე ნიშანი, რომ მომხარებელმა ადვილად ამოიცნოს.

თავდაპირველად რომ შეხედოთ იფიქრებთ, რომ ეს უფრო რელიგიური ნაწილია და როგორც ჩვენთან მარხვის დროს არ ჭამენ ხორცს, ისე იქ ზოგადად არ ჭამენ ხორცს. ალბათ იმიტომ, რომ ცხოველებს არ მიჯნავენ ერთმანეთისგან როგორც საკვებ და არა-საკვებ არსებებად. ან ნებისმიერი სახის ძალადობისგან თავს იკავებენ. ეს რაღაც დონეზე სიმართლეა, თუმცა ძირითად მიზეზი სხვა რამეშია.

ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი იყო ისეთი, ვისაც ადამიანის, როგორც კომპლექსური არსების ფუნდემანტალური გაგება, ყველა დონეზე ჰქონდა. როგორც ფიზიკურ დონეზე, ისე გონებრივ, ენერგეტიკულ და მათ მიღმა. ამ ხალხმა ბევრი ტრადიცია დაამკვიდრა, რაც მათი განსაკუთრებული აღქმის უნარიდან მოდიოდა. ეს ტრადიცები კულტურის ნაწილად იქცა, და შეიძლება უკვე ბევრმა აღარც იცის, რატომ აკეთებს იმას რაც ტრადიციაა, თუმცა ყველაფერს თავისი ახსნა აქვს.

ამ პოსტში განვიხილოთ საიდან მოდის ვეგეტარიანული კვების ტრადიცია,
დავიწყოთ ბიოლოგიიდან. არსებობენ ორი ტიპის ცხოველები: ხორცის მჭამელი და მცენარის მჭამელი. კი ვიცი რომ თქვენი ძაღლი ან კატა ბალახსაც ჭამს, აქ აზოგადად არის საუბარი. შეგიძლიათ კითხოთ რა უფრო მოსწონს :). ხორცის მჭამელ ცხოველებს, აქვთ ბასრი წინა კბილები (ეშვები), რომ გაგლიჯონ ხორცი და არც თუ ბევრი უკანა კბილები, რადგან არ სჭირდება ბევრი ღეჭვა, იმიტომ რომ მათი კუჭი გამოყოფს მონელებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. მცენარის მჭამელ ცხოველებს აქვთ მეტი უკანა კბილები, რადგან მათი მონელებისთვის დამხმარე ნივთიერებები გამოიყოფა ნერწყვთან ერთად (როგორც ადამიანში), ასე რომ ისინი დიდხანს ღეჭავენ საკვებს.%e1%83%a7%e1%83%91%e1%83%90ხორცის მჭამელი ცხოველების ნაწლავები 3-5 ჯერ დიდია მათი ტანის ზომაზე, რადგან საჭმელი რომელიც მალე ფუჭდება, სწრაფად გავიდეს ორგანიზმიდან. მცენარის მჭამელი ცხოველების და ასევე ადამიანის ნაწლავები 10 -12 ჯერ დიდია მათ სხეულზე, რადგან მცენარიდან საჭირო ნივთერებების გამოყოფას ბევრად მეტი დრო სჭირდება.

სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ხორცის მონელებას ყველაზე დიდი დრო სჭირდება. ის ნაწლავებში დაახლოებით 24-48 საათი ჩერდება. რა მოხდება თუ ხორცის ნაჭერს 48 საათის მანძილზე 36 გრადუს სიცხეში გააჩერებთ? დალპება. ასევე დიდი დრო სჭირდება ცოცხალი ბოსტნეულის მონელებას, რა მოხდება თუ ცოცხალ ბოსტნეულს გააჩერებთ 48 საათი? არაფერი. შედარებით ნაკლები დრო ჭირდება მოხარშულ ბოსტნეულს. ხილი 2-3 საათში გადის.

ადამიანის ანატომიას რომ დავაკვირდეთ, ცხოლევების კლასიფიკაციიდან გამომდინარე, მისი ორგანიზმი უფრო ვეგეტარიანული საკვებისთვის არის განკუთვნილი.

აქედან გამომდინარე, არსებობს 3 ტიპის საკვები:

  • უარყოფითი ენერგიის – “გაფუჭებული” და მძიმედ გადასამუშავებელი საჭმლის მონელებას ბევრი ენერგია მიაქვს და ორგანიზმს ამძიმებს
  • ნულოვანი ენერგიის – ამ ტიპის საკვები იწვევს ლეთარგიას, ანუ გთენთავთ
  • დადებითი ენერგიის – ამ ტიპის საკვები გმატებთ ენერგიას

ახლა ყველაზე საინტერესო მომენტი, მოემზადეთ!

  • უარყოფითი საკვები – ნებისმიერი სახის ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი.
  • ნულოვანი საკვები – კარტოფილი, პომიდორი. (არადა კაი შემწვარ კარტოფილს პომიდვრის საწებლით რა ჯობია, არა?:) )
  • დადებითი საკვები – ხილი, ბოსტნეული (განსაკუთრებით უმი), ჩირი, თხილეულობა (უმი).

fresh-vegetable-salad

ალბათ გაინტერესებთ რძის პროდუქტები, ბურღულეული და სხვა დანარჩენი საკვები რომელ კატეგორიაში შედის – არცერთში. გემოვნების და ორგანიზმის მოთხოვნილებების მიხედვით შეგიძლიათ მიირთვათ. თუმცა რძის პროდუქები, განსაკუთრებით კომერციული, რთულად მონელებადია, და უფრო ლეთარგიისკენ აქვს მიდრეკილება.

ჯერ არ მორჩენილა, კიდევ მაქვს “კარგი ამბები”. ნერვული სტიმულატორები: ჩაი, ყავა, ხახვი, ნიორი, ჩილი წიწაკა (განსაკუთრებით მწვანე წიწაკა).

cup-of-black-coffee1ჩაი, ყავა – თუ ყოველდღე არ მიირთმევთ არ არის პრობლემა. თუ ჩაის ან ყავის გარეშე არ შეგიძლიათ დღე, მაშინ დამოკიდებული ხართ. ამ სასმელებმა შეიძლება უცბად ენერგია მოგცეთ, მაგრამ როცა ეფექტი გავა მოგადუნებთ. ყოველდღიური მოხმარება ვნებს სასიცოცხლო ენერგიას.

ხახვი, ნიორი, ჩილი წიწაკა – ეს ბოსტნეულები ინდურ მედიცინაში ხშირად გამოიყენება. მაგრამ უფრო მედიცინური ეფექტი აქვს და არ განისაზღვრება როგორც საკვები. თუმცა კი ინდოეთში საკვებშიც ხშირად იყენებენ, მაგრამ იმ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ ორივე (ნიოდი და ხახვი) ნერვული სტიმულატორია, რაც უარყოფითად მოქმედებს ენერგიაზე. ამ ბოსტნეულებს ხშირად ვერ ავუვლით გვერდს, მაგრამ როცა არჩევანის საშუალება არსებობს გეცოდინებათ როგორ ჯობია საჭმლის მომზადება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. იდეალურია საკვები მიირთვათ მომზადებისთანავე, 3-4 საათის შემდეგ იწყებს გაფუჭებას. შეიძლება გემო არ ეცვლება, მაგრამ დადებით ენერგიას კარგავს. ნუ მინიმუმ იმ დღესვე მაინც უნდა მიირთვათ. მართალია კომფორტულია ერთხელ გააკეთოთ და 2-3 დღე ჭამოთ, რასაც ადრე მე ვაკეთებდი, კი მაცივარში არ აყროლდება, მაგრამ ენერგიას კარგავს და ხდება უარყოფითი, თუნდაც იყოს ბოსტნეული. შეგიძლიათ დააკვირდეთ, მიირთვით 2 დღის წინ გაკეთებული საჭმელი და დააკვირდით რა ეფექტი ექნება.

დასკვნა – თუ ენერგიული და სიცოცხლით სავსე ცხოვრება გინდათ, თუ გინდათ ბევრად ეფექტური იყოთ მუშაობაში, მაშინ ეს ფაქტები უნდა გაითვალისწინოთ. ეს არც ჩემი მოგონილია და არც რამე იდეოლოგიაა, ეს მომდინარეობს ღრმა დაკვირვებებიდან ადამიანის ორგანიზმზე. თუ გინდათ რომ მიწაზე მყარად იდგეთ ქვასავით და სილაღე და სიმსუბუქე არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ მიირთვათ რაც გემოს მოსწონს.

მარტივად რომ გამოიცნოთ საკვები, შეგიძლიათ დააკვირდეთ – თუ ჭამის შემდეგ ჰამაკში წამოწოლა და ძილი გინდათ, ესეიგი “არასწორად” იკვებებით. თუ ჭამის შემდეგ, ენერგიულად და თავისუფლად გრძნობთ თავს, ესეიგი “სწორად” იკვებებით. რათქმაუნდა იმას არ ვგულისხმობ როცა, საჭმელი ზედმეტად გემრიელია და ზომაზე მეტს მიირთმევთ, ეგრე ნებისმიერი საჭმელი დაგამძიმებთ.

პ.ს. თუ ენრგიულად და ლაღად გინდათ რომ გრძნობდეთ თავს, მარტო კვება არ არის საკმირისი. რაიმე ფიზიკური ვარჯიში აუცილებელია. თუ არ იცით საიდან დაიწყოთ, შეგიძლიათ ცადოთ მარტივი იოგის ვარჯიშები

პ.ს.ს. არის კიდევ ბევრი მიზეზი რატომ ჯობია ვეგეტარიანული კვება

screen-shot-2016-12-10-at-8-21-33-pm

Comments

comments

Leave a Reply