იოგა – ჯანმრთელობის თუ ზიანის მომტანი?

yoga1-1

ფიზიკური ვარჯიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ ჩვენი დროის ადამიანებს ეს ფაქტი კარგად გააზრებული არ აქვთ. ხშირად მშობლებს ბავშვები ადრეული ასაკიდანვე დაჰყავთ რაიმე სპორტზე, რომ ფიზიკურად სწორად ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთჯერადი “ინვესტიცია” კარგია, მომავალში ჯანმრთელობის გარანტიის მომცემი მაინც არ არის. მითუმეტეს დღევნადელ სამყაროში, როცა შრომამ ფიზიკურიდან გონებრივზე გადაინაცვლა და ადამიანი სულ უფრო ნაკლებად მოძრაობს: სახლი-მანქანა-ოფისი-მანქანა-სახლი. მერე შუაში აფთიაქი რომ ჩაემატება აღარ უნდა გაგიკვირდეთ. მართალია ეგ აფთიაქები “გისურვებთ ჯანმრთელობას”, მაგრამ მთელი მათი ბიზნესის წარმატება თქვენი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, კერძოდ კვებაზე და ფიზიკურ ვარჯიშზე. საქართველოში არსებული აფთიაქების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ მოსახლეობის 95%-ზე მეტი ამ ორ ფაქტორს (კვებას და ვარჯიშს) საერთოდ არ აქცევს ყურადღებას.

ბოლო დროს მოდაში შემოვიდა სპორტული დარბაზები და იოგა, რაც კარგია, მაგრამ ხალხი ხშირად იმიტომ დადის სპორტულ კომპლექსებში რომ კუნთები “ამარიაჟონ” ან ცხიმები დაწვან. ადამიანი სწორად რომ იკვებებოდეს და ყოველდღიურად რაიმე მინიმამულ ფიზიკურ ვარჯიშებს აკეთებდეს, ფეხით მეტს დადოიდეს და ცოტა მეტ ენერგიას ხარჯავდეს ფიზიკურად, ცხიმის დაწვის პრობლემა საერთოდ არ ექნებოდა. ასევე აღსანიშნავია რომ ფიზიკური უმოქმედება, ეს დაუხარჯავი, დაგროვილი ენერგია, ხშირად “საწამლავად” იქცევა – იწვევს სტრესს, გაღიზიანებას, ნერვიულობას და ა.შ. სხეული და გონება ორი ცალკე მდომი ობიექტი არ არის, ერთი ორგანიზმია, და მუდამივად ახდენენ გავლენას ერთიმეორეზე.

რაც შეეხება იოგას, უმეტესად ხალხს მასზე ძალიან მცდარი წარმოდგენა აქვს. იოგა არ არის უბრალოდ ფიტნეს ვარჯიში. ის ძალიან სერიოზული და ფართო მეცნიერებაა (დიახ მეცნეირება და არა რელიგია). მეცნიერება იმიტომ, რომ იგი აგებულია ექსპერიმენტებზე და არა რწმენაზე. მეცნიერი ლაბორატორიაში ატარებს ცდებს, ხოლო იოგისთვის ლაბორატორია თვით სხეული და გონება არის. ისევე როგორც მეცნიერება, იოგა შეიძლება ზიანის მომტანი იყოს, თუ არასწორად გამოიყენებთ ან თუ არ გყავთ კვალიფიცირებული მასწავლებელი (რომლებიც დამერწმუნეთ ცოტანი არიან). არასდროს არ სცადოთ იოგის ვარჯიშების გაკეთება ვიდეოს ყურების ან წიგნის წაკითხვის მეშვეობით. საკმაოდ დიდი რისკი არსებობს, რომ საკუთარ თავს რაიმე ზიანი მიაყენოთ. ინდოეთში სადაც მე გავდიოდი იოგის პრაქტიკებს, ძალიან ბევრი ადამიანი მოსულა არასწორი იოგის შედეგად გამოწვეული პრობლემებით, რასაც შემდეგ სწორი პრაქტიკებით გამოსწორებას არც თუ პატარა დრო დასჭირვებია. არასწორი იოგის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში, ექიმები ნამდვილად ვერ დაგეხმარებიან. კი, არის იოგაში უფრო ფიზიკურ ვარჯიშზე ორიენტირებული პრაქტიკები, მაგრამ იოგის მთავარი მიზანი მაინც სულიერებაა, უფრო გასაგებად რომ ითქვას – საკუთარი თავის შეცნობა და სრული რეალიზება.

თუ ესეთი ღრმა ფილოსოფიური და საკაცობრიო კითხვები არ გაინტერესებთ და უბრალოდ ფიზიკური ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა გინდათ, არსებობს იოგის ასეთი განშტოება, რასაც ჰქვია უპა იოგა და ნიშნავს ქვე, ანუ დამწყებით იოგას. მისი გაკეთება შეგიძლიათ ვიდოეს მიხედვით, რადგან არ აქვს რისკის ფაქტორი. თუნდაც არასწორად რომ გააკეთოთ, ზიანს არ მოგაყენებთ. მინდა შემოგთავაზოთ ეს პრაქტიკები, რომლებიც თქვენითვე შეგიძლიათ ისწავლოთ და ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ, თუ სისტემატიურად ივარჯიშებთ და არა კვირაში ერთხელ.

სულ არის 6 ტიპის მარტივი, დაახლოებით 5 წუთიანი ვარჯიში, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ვარჯიშებია სანდო წყაროდან. ამ ვარჯიშებს ყოველდღე თუ გააკეთებთ აუცილებლად მოგიტანთ შედეგს – შეგიმცირებთ სტრეს, დაძაბულაბას, მოგანიჭებთ სიმშვიდეს… მეც კი ვაკეთებ ამ ვარჯიშებს უკვე ერთი წელია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ამაზე ბევრად კომპლექსურ პრაქტიკებს ვაკეთებ.

გთვაზობთ ამ 6 ვიდეოს ინგლისურ ენაზე, სამწუხაროდ ქართული თარგმანი არ არის:

იოგა ჯანმრთელობისთვის – მიმართულებითი მოძრაობები

იოგა წარმატებისთვის – კისრის ვარჯიშები

იოგა სიმშვიდისთვის – ნადი შუდჰი

იოგა სიხარულისთვის – ნადა იოგა

იოგა თავის შეცნობისთვის – შამბჰავი მუდრა

იოგა სიყვარულსთვის – ნამასკარი

შეიძლება ყველა არ გააკეთოთ ან არ მოგეწონოთ, მაგრამ რამოდენიმე ან ერთი მაინც, რომ აირჩიოთ და ყოველდღე აკეთოთ, აუცილებლად დარწმუნდებით შედეგში. საკუთესო დრო ვარჯიშისთვის არის დილა, რომ უფრო ენერგიულად და ჯანსაღად დაიწყოთ დღე, თუმცა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ. ვარჯიში არის ცხოვრების წესი და აუცილებელი კომპონენტი ჯანმრთელობისთვის!

სცადეთ ეს პრაქტიკები ექსპერიმენტის სახით რამოდენიმე დღე და თქვენითვე დარწმუნდებით მათ ეფექტურობაში

P.S. თუ ძალიან მონდომებული ხართ, რომ ეს პრაქტიკები იწავლოთ, მაგრამ ინგლისურად ვერ იგებთ, მომწერეთ ელ-ფოსტაზე და რამეს მოვიფიქრებთ – syddhara@gmail.com, ან თუ რაიმე კითხვები გექნებათ პრაქტიკებთან დაკავშირებით

Comments

comments

Leave a Reply