B12 – რა უნდა იცოდეს ყველა ვეგეტარიანელმა

Vitamin-B12-Deficiency

B12 არის ერთადერთი ვიტამინი რომელიც არც ერთ ხილსა თუ ბოსტნეულში, საერთოდ არც ერთ მცენარეში არ გვხვდება. არა-ვეგეტარიანელებს ეს ფაქტი ალბათ ძალიან გაახარებთ: “აი! ხომ გეუბნებოდით ხორცი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმითვისო!”. მაგრამ მე მათთვის ცუდი ამბავი მაქვს. ამ ვიტამინს ნიადაგი ან წყალი შეიცავს, სადაც არიან გარკვეული ტიპის მიკრო ორგანიზმები ანუ ბაქტერიები. როდესაც ცხოველი ბალახით იკვებება და მიწასთან აქვს შეხება, იგი იღებს B12-ს, რომელიც შემდეგ “ილექება” მის ორგანიზმში. ასე რომ ცხოველს ეს ვიტამინი დაბადებიდან ან გენეტიკურად არ მოჰყვება, რომ ადამიანმა ცხოველი მიირთვას. მაგრამ, თუ უნდა რომ მიირთვას, ეს მისი არჩევანია.

ვეგეტარიანელები ვინც რძის პროდუქტებს ჭამენ, ამ ვიტამინის ნაკლებობის დიდი რისკის ქვეშ არ არიან. ყველაზე მეტი რძეშია, მაგრამ რაც უფრო დამუშავებულია რძის პროდუქტი მით უფრო ნაკლებია მასში ეს ვიტამინი. ასევე კვერცხიც შეიცავს მცირე რაოდენობით. სამწუხაროდ თაფლში საერთოდ არ არის.

ვეგანები, ვინც საერთოდ არ იღებენ რძის პროდუქტებს, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის და მისი დეფიციტი ბევრ არასასიამოვნო სიმფტომს იწვევს. შეიძლება ვინმემ თქვას “2 წელია ვეგანი ვარ და მშვენივრად ვგრძნობ თავს”. კი ბატონო, შეიძლება! რადგან ეს ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ დიდხანს, 3-6 წელი რჩება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ 3 წელიწადში ერთხელ თუ მიიღებთ B12-ის კაპსულას კარგად იქნებით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როდესაც ორგანიზმს დიდი მარაგი აქვს დაგროვილი. ასე რომ, თუ ჯერ არაფერი არ გაწუხებთ მშვენიერია, სანამ მიხვალთ მაგ ეტაპამდე ჯობია გაითვალისწინოთ ეს ფაქტი.

დეფიციტი

მიუხედევად იმისა ვეგეტარიანელი ხართ, ვეგანი თუ ხორცისმჭამელი, თუ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ ჯობია გაიკეთოთ B12-ის ანალიზი. ესენია:

  • ქრონიკული დაღლილობა
  • სისუსტე
  • კონცენტრაციის დარღვევა
  • მეხსიერების დაქვეითება
  • მხედველობის დაქვეითება
  • ჰალუცინაციები
  • უმადობა
  • ძილიანობა

კიდევ მრავალი სიმფტომი არსებობს. საკმაოდ საფუძვლიანი ინფორმაცია სიმპტომების და ჩვენებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე – b12deficiency.info.

სისხლის ანალიზი B12 დასადგენად, შეიძლება ყოველთვის ზუსტი არ იყოს. განსაკუთრებით ვეგანებისთვის, რადგან არსებობს B12-ის ანალოგი ნივთიერებები, რამაც შეიძლება მცდარი რეზულტატი მოგცეთ.

რა უნდა ვქნა თუ ვეგანი ვარ? არის მხოლოდ ერთი გამოსავალი – უნდა მიიღოთ B12 აბის სახით. მაგრამ ბევრი ასეთი ვიტამინი შეიძლება ხორც-პროდუქტებიდან იყოს გამოყვანილი, ამიტომ თქვენ გინდათ ვეგანური B12. დღიურად 5 მიკროგრამიც საკმარისია. არსებობს დიდი დოზაც, მაგალითად 1000 მიკროგრამი, რომელის კვირაში ორჯერ მიღებაც საკმარისია. პირადად მე ამას ვამჯობინებდი ყოვედღე ტაბლეტების ყლაპვას. ერთი კარგი თვისება ამ ვიტამინს ის აქვს, რომ მისი გადაჭარბებული დოზა არ არსებობს. ღვიძლი მხოლოდ იმდენს მიიღებს რამდენიც სჭირდება, დანარჩენი ჩაირეცხება. როცა B12-ის შესახებ გავიგე, ბევრი ვეძიე და ვიკითხე. ბევრი სახის მწარმოებელი არსებობს. თბილისის აფთიაქებშიც არის, თუმცა რამდენად ვეგანურია არ ვიცი. ასევე იმაზეა დამოკიდებული, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის B12. ზოგი ტიპის შეთვისება შეიძლება გაუჭირდეს ორგანიზმს. საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროდუქტი ეს აღმოვაჩინე – amazon.com/veganb12.

კიდევ არსებობს B12-ით გამიმდიდრებული საკვები პროდუქტები სპეციალურად ვეგეტარიანელებისთვის. უფრო მარცვლეულები, რომლებიც შეიცავს დღიურ დოზას. მაგრამ რამდენად მოიპოვება თბილისის სუპერ-ჰიპერ მარკეტებში, არ ვიცი.

ზოგადად თუ რძის პროდუქტებს და განსაკუთრებით რძეს ხშირად იღებთ, და თუ სიმფტომები არ გაწუხებთ, მაშინ ალბათ არ არის აუცილებელი. თუ იშვიათად იღებთ რძის პროდუქტებს, მაშინ წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ კურსი.

Comments

comments

8 thoughts on “B12 – რა უნდა იცოდეს ყველა ვეგეტარიანელმა

  1. მაინტერესებს 5 მიკროგრამი რამდენია ერთი აბი? და 100 იანს თუ ვიყიდი იქაც ანალოგიურად ერთი აბი შეიცავს 1000 მიკროგრამს?

  2. კი, ერთი აბის არის 1000 მიკროგრამი

  3. თქვენ მაგას მირჩევთ? თუ 5 მიკრო გრამიანს ვიყიდი ყოველდღე უნდა სვსვა ერთი აბი? ანუ სამუდამოდ თუ არის რაღაც პერიოდის განმავლობაში

  4. კი პატარა დოზა ყოველდღე უნდა მიიღოთ. ჩემი აზრით ჯობია 1000-იანი და კვირაში ორჯერ, თუმცა ინდივიდუალურია…
    თუ ვეგანი ხართ კი სამწუხაროდ ეს სამუდამოა). თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში 1 თვე შეგიძლიათ შეისვენოთ ხოლმე. მაგალითად 2 თვე დალიოთ მერე, 1 დაისვნოთ და ასე….

  5. ინდივიდუალური როგორაა როგორ უნდა მივხვდე ჩემი ორგანიზმი რამდენად იღებს 1000 მიკრო გრამს კვირაში,, და რაღაც ვერ გავიგე თუ დღიური ნორმა 5 მიკროგრამია 1000 ის შემთხვევაში დღიური რამდენი გამოდის ანუ სადღაც 140 მიკროგრამი გამოდის დღეში

  6. ანუ კვირასი ერთი აბი 1000 იანი თუ დავლიე მაგ შემთხვევაში

  7. როგორც ზემოთ პოსტში წერია, გადაჭარბებული დოზა არ არსებობს, ორგანიზმი იმდენს იღებს რამდენიც ჭირდება.
    5 მიკროგრამი დღიური ნორმაა. საერთოდ ყველა ნივთიერებას თუ ვიტამინს რასაც ვიღებთ აქვს დღიური ნორმა. მაგრამ ყველაფრის ასე ნორმით მიღება შეუძლებელია. ზოგჯერ მეტს მიიღებ ზოგჯერ ნაკლებს. მთავარია დეფიციტი არ ქონდეს ორგანიზმს.

    ინივიდუალურობაში ვიგულისხმე, თქვენ როგორ გირჩევნიათ ყოველდღე ვიტამინების სმა თუ კვირაში ორჯერ:)

Leave a Reply