ძილი: რატომ არ უნდა დადოთ თავი ჩრდილოეთისკენ

Woman Sleeping (Stephanie Carter/ Photodisk)

ინდოეთში ამბობენ, რომ ძილის დროს თავი ჩრდილოეთისკენ არ უნდა გედოთ, იცით რატომ?

სხეულის ინჟინერია

ადამიანის გული ქვედა ნახევარში არ არის მოთავსებული, არამედ სამი მეოთხედით არის ზევით, რადგან გრავიტაციის საწინააღმდეგო მიმართულებით სისხლის ზევით ატანა უფრო რთულია, ვიდრე ქვევით ჩამოტანა. ზევით მიმართული სისხლძარღვები განსხვავებულად არიან მოწყობილი. რაც უფრო მაღლაა, მით უფრო წვრილდება, ისე რომ ერთი წვეთით მეტის ატანაც არ კი შეუძლიათ. იმ შემთხვევაში თუ ერთით მეტი წვეთი ავა, რაღაც გასკდება და მივიღებთ სისხლჩაქცევას.

ადამიანების უმეტესობას მცირე სისხლჩაქცევები აქვს. ეს შეუძლოდ არ გაგხდით, მაგრამ შეიძლება პატარა ზიანი მოგაყენოთ, მაგალითად, გახდეთ უფრო ზარმაცი და მოსაწყენი. თუ განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციეთ, ადამიანის ინტელექტი 35 წლის ასაკის შემდეგ ისედაც ქვეითდება. ძირითად საქმიანობას ადამიანი მეხსიერების წყალობით ახორციელებს და არა ინტელექტის მეშვეობით.

რა ხდება როცა დებთ თავს ჩრდილოეთის მხარეს?

თუ სისხლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაგალითად ანემია, ექიმი პირველ რიგში გამოგიწერთ რკინას. რკინას კი არ გაგატანთ სახლში, რკინა როგორც ნივთიერება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტია სისხლში. დედამიწაზე მაგნიტური ველის შესახებ გაგიათ ალბათ, რომელიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს პლანეტის ქცევებში.

როდესაც სხეული ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, პულსის სიხშირე დაბლა იწევს. სხეული ამ ცვლილებას იმიტომ აკეთებს, რომ იგივე დოზით რომ ავიდეს სისხლი თავში, შეიძლება რამე დააზაინოს. შესაბამისად, თუ თავს ჩრდილოეთისკენ დადებთ და ამ პოზაში 5 ან 6 საათი დარჩებით, მაგნიტური წევის ძალა ზედმეტად დააწვება თქვენს ტვინს ანუ მეტი სისხლის მიმოქცევა კონცენტრირდება თავში. თუ გარკვეული ასაკის ზემოთ ხართ და თქვენი სისხლძარღვები სუსტია, ამან შეიძლება სისხლჩაქცევა და დამბლის დაცემაც კი გამოიწვიოს. ძლიერი ორგანიზმის შემთხვევაში, ასეთი რაღაცეები შეიძლება არ დაგემართოთ, თუმცა დილით შეიძლება აჟიტირებულმა, სიმშვიდედაკარგულმა გაიღვიძოთ, რადგან ტვინში ნორმაზე მეტი სისხლის მიმოქცევა იქნება. (მერე თქვენზე იტყვიან “თავში ტვინი არ ააქვსო”).  ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთი დღე რომ ასე დაიძინოთ მოკვდებით. მაგრამ თუ ყოველდღე ასე გძინავთ, მაშინ პრობლემები შეგექმნებათ. რა ტიპის პორბლემები ეს უკვე თქვენი ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ეს განსაკუთრებით მან უნდა გაითვალისწინონ ვისაც მაღალი წნევა აწუხებს.  თუმცა ვფიქრონ რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, თუ რა თქმა უნდა თქვენს ჯანმრთლობას ყურადღებას აქცევთ და ის მიდგომა არ გაქვთ – ” ადრე თუ გვიან მაინც ხო მოვკვდები”…

რომელია ყველაზე კარგი მიმართულება ძილისთვის? საუკეთესო აღმოსავლეთია. ჩრდილო-აღმოსავლეთს არაუშავს. დასავლეთი კარგია. სამხრეთი – თუ სხვა გზა არ გაქვთ. ჩრდილოეთი, არა! ეს მართალია იმ შემთხვევაში თუ თქვენ იმყოფებით დედამიწის ჩრდილო ნახევარ-სფეროში – ნებისმიერი მიმართულება გარდა ჩრდილოეთისა, გამოდგება ძილისთვის. ხოლო თუ თქვენ იმყოფებით სამხრეთ ნახევარ-სფეროში, მაშინ სამხრეთისკენ არ უნდა დადოთ თავი. არ დაიბნეთ თბილისი სადაა, საქართველო ინდოეთამდე და ცოტა ქვევითაც კი ჩრდილო ნახევარსფეროა.

ლოგინიდან ადგომის სწორი მხარე

ალბათ დამეთანხმებით რომ გული ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა ორგანიზმისთვის. ეს სადგური, რომელიც ორგანიზმს სიცოცხლით ტუმბავს (თუ ეს არ ხდება, მაშინ არაფერი არ ხდება) მდებარეობს სხეულის მარცხენა მხარეს (იცოდით?). ინდოეთში ამბობენ რომ, ლოგინიდან როცა დგები, ყოველთვის მარჯვენა მხარეს უნდა გადაბრუნდე და ისე ადგე. როცა სხეული არის მოდუნებული, ორგანიზმის მეტაბოლიზმი დაბალია. ამიტომ ადგომის დროს,  მისი გააქტიურება გარკვეული ბიძგით ხდება. ამიტომ თუ მოდუნებული ხართ მარჯვენა მხარეს უნდა გადაბრუნდეთ და ისე ადგეთ, რადგან თუ მარცხნივ გადაბრუნდების შემთხვევაში, გულზე მიიტანთ ზედმეტ წნევას/დაწოლას.

სხეულის და ტვინის გააქტიურება

ასევე ამბობენ რომ სანამ ადგებით დილით, ხელის გულები უნდა გაახახუნოთ ერთმანეთზე და თვალებზე მიიდოთ და თუ ასე გააკეთებთ, შეიძლება დაინახოთ ღმერთი. ეგ არ ვიცი მაგრამ, ხელებში არის ბევრი ნერვული დაბოლოება. ხელის გულების ერთმანეთზე გაახახუნების დროს, ხდება ამ ნერვული დაბოლოებების აქტივაცია და ორგანიზმი ეგრევე ფხიზლდება. როცა დილით იღვეძებთ და ისევ ძილბურანში ხართ, სცადეთ ეს და ნახავთ, უცბათ გამოფხიზლდებით.

Comments

comments

Leave a Reply