ჰაერის ფილტრაციის 15 ბუნებრივი საშუალება ანუ მცენარეები

1980 წელს, NASA-მ და ამერიკის Associated Landscape Contractor-ებმა ერთად შეისწავლეს სახლის მცენარეები, კოსმოსურ ობიექტებზე გამოყენების მიზნით. მათ აღმოაჩინეს რამოდენიმე მცენარე, რომლებიც ფილტრავენ ჰაერში “საერთო აქროლადი ორგანული ნაერთებს” (VOCs). საბედნიეროდ, ამ მცენარეებს ასევე შეუძლია დაეხმაროს ჰაერს სახლში, დედამიწაზე, რომელიც, როგორც წესი, ბევრად უფრო დაბინძურებულია, ვიდრე გარე ჰაერი. მას შემდეგ სხვა კლვევებმა, რომლებიც გამოქვეყნდა Journal of American Society of Horticultural Science დამატებით დადასტურეს ეს აღმოჩენა. გთავაზობთ მოსახერხებელი სიას საუკეთესო ჰაერის ფილტრაცის მცენარეებზე: (სამწუხაროდ ამ მცენარეების ქართული დასახელება არ არის ჩვენთვის ცნობილი, და პირდაპირი თარგმანი მოსდევს, ასევე ზოგიერთ ქიმიური ნივთიერებას)

Aloe (ალოე)

body_aloe_0

ეს ადვილად-მზარდი, მზის მოყვარული წვნიანი მცენარე, ასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდის და ბენზოლისგან, რომელიც შეიძლება იყოს ქიმიურად დაფუძნებული საწმენდი საშუალებების და საღებავების სუბპროდუქტი. ალოეს არის გონივრული არჩევანი მზიანი სამზარეულოს ფანჯრისთვის. გარდა საჰაერო გამწმენდითი შესაძლებლობებისა, ალოეს შიდა სითხეს შეუძლია დაგეხმაროთ ჭრილობების და დამწვრობების მოშუშებაში.

Spyder Plant (მცენარე ობობა)

Spider-plant-revised

უამრავი მდიდარი ფოთლებით და პატარა თეთრი ყვავილებით, ეს მცენარე ებრძვის ბენზოლით, ფორმალდეჰიდით, გაზით და “xylene”-თ გაჯერებულ ჰაერს, რაც გამოიყენება ტყავის, რეზინის და პოლიგრაფიულ მრეწველობაში

Gerber Daisy (ჯერბერ გვირილა)

body_gerber

ეს ნათელი, ყვავილოვანი მცენარე ეფექტურად მოხსნის trichlorethylene-ს, რომელიც მოყვება შინ ტანსაცმლის მშრალი წმენდას. ეს ასევე კარგი ფილტრაციაა ბენზოლის, რომელიც მოსდევს მელანს. დადგით სამრეცხაო ოთახში და საძინებელში – მაგრამ იცოდეთ რომ სინათლე ძალიან უყვარს.

Mother-in-law’s tongue (სიდედრის ენა)

body_snake_0

ეს მცენარე არის ერთ-ერთი საუკეთესო ფილტრი ფორმალდეჰიდის, რომელიც გავრცელებულია საწმენდი, ტუალეტის ქაღალდის, ქსოვილების და პირადი ჰიგიენის ნივთებში. შეგიძლიათ მოათავსოთ აბაზანაში – ხარობს მცირე სინათლეში და ტენიან პირობებშიც და გაფილტრავს ჰაერის დამაბინძურებლებს.

Golden pothos (ოქროს პოთოსი)

body_pothos

კიდევ ერთი ძლიერი მცენარე ფორმალდეჰიდის პრობლემის მოგვარებაში, ეს სწრაფად მზარდი ვაზისებრი მცენარე შექმნის მწვანე კასკადს ჩამოკიდებული კალათაში. შეგიძლიათ ავტოფარეხში მოათავსოთ, რადგან მანქანის გამონაბოლქვი სავსეა ფორმალდეჰიდით. (სიბნელეში არ აქვს პრობლემა).

Chrysanthemum (ქრიზანტემა)

body_chrysanthemum

ამ მცენარის ფერად ყვავილებს, შეუძლია გააკეთოს გაცილებით მეტი, ვიდრე სახლის ან მისაღების განათება; ყვავილობა ასევე ფილტრავს ბენზოლს, რომელიც ხშირად გვხვდება წებოს, საღებავის, პლასტმასის და სარეცხი საშუალებებში. ქრიზანტემას უყვარს ნათელი შუქი, რაც ხელს უწყობს ყვავილის გახსნას, საუკეთესოა მოთავსოთ მზიან ფანჯარასთან

Red-edged dracaena (წითელ-გვერდა დრაკაენა)

body_dracaena

“წითელი-გვერდას” შეუძლია იმხელა გაიზარდოს, რომ ჭერამდე მიაღწიოს. ეს მცენარე არის საუკეთესო xylene, trichlorethylene და ფორმალდეჰიდის მოხსნაში, რომელიც შეიძლება შემოვიდეს სახლის ჰაერში ლაქების და ბენზინის საშუალებით

Weeping fig (მტირალა ლეღვი)
body_weepingfig
ამ მცენარეს თქვენი მისაღები შეუძლია გაფილტროს დამაბინძურებლებისგან, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, ბენზოლი და trichlorethylene. მოვლა შეიძლება არ იყოს მარტივი, მაგრამ როგორც კი მორწყვას და სინათლეს სწორად დაარეგულირებთ, მცენარე დიდხანს იცოცხლებს
Azalea (აზალეა)

body_rhododendron

ეს ლამაზი აყვავებული მცენარე თქვენს სახლში ებრძვის ფორმალდეჰიდის სხვადასხვა წყაროებს და მას კარგად შეუძლია თავის შენახვა ცივ გარემოშიც, თუ ნათელ ადგილას მოათავსებთ

English ivy (ინგლისური სურო)

body_englishivy

კვლევამ აჩვენა, რომ ეს მცენარე ამცირებს სადესანტო ფეკალური მატერიების ნაწილაკებს ჰაერში 🙂 (ასე გადათარგმნა გუგლმა). ხუმრობა იქით იყოს და, ისე შეუძლია გაფილტროს ფორმალდეჰიდი რომელიც შედის სახლის საწმენდ საშუალებებში.

Warneck dracaena, Warneckii (ვარნეკ დრაკანეა)

00m

ებრძვის დამაბინძურებლებს როგორიცაა ლაქები და ზეთები.Warneckii იზრდება სახლში ადვილად, პირდაპირი მზის შუქის გარეშეც. ზოლიანი ფოთლები, შეიძლება იყოს გასაოცარი, მითუმეტეს თუ თავის მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს – 3.6 მეტრს

Chinese evergreen (ჩინური მარადმწვანე)

chinese_evergreen

ეს ადვილად მოსავლელი მცენარე დაგეხმარებათ გაფილტროთ სხვადასხვა ჰაერის დამაბინძურებლები და დროთა განმავლობაში უფრო მეტი ტოქსინებისგან ანთავისულფებს ჰაერს. თუნდაც მცირე სინათლეში შეუძლია ყვავილობა

Bamboo palm (ბამბუკის პალმა)

Bamboo-Palm

ასევე ცნობილი, როგორც “reed palm”, ეს პატარა პალმა ხარობს ჩრდილში და ხშირად გამოაქვს ყვავილები და მცირე მარცვლები. ის ლიდერობს მცენარეთა საუკეთესო ფილტრაციაში ორივე ბენზოლის და trichlorethylene-ს. ეს ასევე კარგი არჩევანია ავეჯის გარშემო განსათავსებლად, რომელიც შეიძლება გამოყოფდეს ფორმალდეჰიდს.

Heart leaf philodendron (გულის ფოთოლა ფილოდენდრონი:)

heartleaf

ეს ვაზისებრი მცენარე არ არის კარგი ვარიანტი, თუ თქვენ გყავთ ბავშვები ან შანიაური ცხოველები – მისი ფოთლები ტოქსიკურია თუ შეჭამეს, მაგრამ მოხსნის ყველა სახის VOC-ს. მცენარე განსაკუთრებით კარგად ებრძვის ფორმალდეჰიდი წყაროებს.

Peace lily (მშვიდობის შროშანი)

body_lily_0

“მშვიდობის შროშანს” სჭირდება ჩრდილი და ყოველკვირეული მორწყვა, რომ იხაროს და იყვავილოს. იგი NASA-ს ტოპ სამეულში შედის როგორც ყველაზე გავრცელებული VOC-ების გამფილტრავი – ფორმალდეჰიდი, ბენზოლი და trichlorethylene. მას ასევე შეუძლია ებრძოლოს toluene-ს და xylene-ს.

აღსანიშნავია, რომ მცენარეებს ყველა კუთხე არ უყვართ, აქედან გამომდინარე მიუხედავად ამ რჩევების თავიდან კარგად დააკვირდით მოსწონს თუ არა ადგილი სადაც განათავსეთ

 

Comments

comments

Leave a Reply