ყველაზე დიდი საფრთხე უახლოეს მომავალში

climate-aust

დღეს-დღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად ითვლება გლობალური დათბობა ანუ კლიმატის ცვლილება. გლობალური დათბობა არ ნიშნავს აუცილებლად რომ დათბობა არის მოსალოდნელი და დროა კონდიციონერის შეძენაზე ვიფიქროთ 🙂 ეს ძალიან სერიოზული თემაა და სახუმარო სულაც არ არის, იმიტომ რომ ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და ჯერ კიდევ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის კარგად ამის შესახებ და ვერ აანალიზებს საშიშროებას. მოკლედ და გასაგებად რომ აღვწეროთ სიტუაცია ასეთია: ეს პლანეტა დედამიწა, არის როგორც კოსმოსური ხომალდი რომელიც მოძრაობს სიცრეში და ჩვენ ამ ხომალდის ეკიპაჟი ვართ. ეხლა წარმოიდგინეთ რომ ჩვენ ისეთი გართულები ვართ ამ ხომალდზე სხვადასხვა თამაშებით რომ ვერც კი ვამჩნევთ ნელ-ნელა როგორ ვამტრვრევთ და ვაზიანებთ ამ ხომალდს რომელზეც ჩვენ ვმგზავრობთ. ჩვენ გვგონია რომ ჩვენი პატარა ოთახი (ქვეყანა) დამოუკიდებელია სხვა ოთახებისგან ხომალდზე და გლობალურად თუ რამე ხდება ჩვენ არ გვეხება. ეს ძალიან მცდარი ხედვაა, დროა გამოვიდეთ ამ ილუზიიდან და შევხედოთ მთელს დედამიწას და კაცობრიობას როგორც ერთ მთლიან და ერთამანეთთანდ ძალაინ დაკავშირებულ კომპლექსურ სისტემას.

გთავაზობთ რამოდენიმე ფაქტს რაც ხდება და მოხდა ბოლო პერიოდში დედამიწაზე:

– ბოლო 40 წლის მანძილზე ანტარქტიდის ყინულის 40% დადნა; ასევე იწყებს დნობას გრენლანდიის ყინული და მაღალ მთიან რაონებში ყოველწლიარად კლებულობს მწვერვალებზე თოვლი. ეს ყველაფერი ქმნის წყლის დეფიციტის საშიშროებას

causes-of-global-warming

– მარტო აშშ წელიწადში საშუალოდ 45,000 ხანძარი ჩნდება სიცხის გამო. მთელი მსოფლიოს მასჭტაბით ალბათ 10-ჯერ მეტი. რაც ანადგურებს ეკოსისტემას და ხეებს რომლებიც კვებას დედამიწას და ჩვენ ფილტვებს ჰაერით

– კლიმატის ცვლილება მომავალში კიდევ უფრო მეტი ვირუსების და ბაქტერიების საშიშროებას ქმნის

– გლობალური დათბობის შედეგად მატულობს გვალვები და ქარიშხლები

global-warming_dry-earth

– კლიმატის ცვლილება უდავოდ აისახება საკვებზე და მოსავალზე

– გვალვების შედეგად ბევრ ფრინველს და ცხოველს ემუქრება გადაშენება; ხოლო ადამიანებს უწყლობა

– გარემოს დაბინძურების 15% მოდის ტყეების განადგურებისგან და მის ადგილას კომერციული საწარმოების შექმნისგან

– გარემოს დაბინძურების 20% მოდის ცხოველური ნაწარმის მას პროდუქციისგან

Global_Warming

ეს სია შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს… და ამ თემაზე ძალიან ბევრი მასალა არსებობს, სამწუხაროდ ყველაფერს არ ჩაეტევა მოკლედ ამ პატარა პოსტში. მთავარია რომ დავინახოთ ეს საშიშროება და მივიღოთ როგორც ჩვენი პასუხისმგებლობა, რადგან თითოეული ჩვენგანის მოქმედების შედეგი არის ეს და ჩვენ ეს შეგვიძლია შევცვალოთ ყოველ ადამიანს შეუძლია პატარა ცვლილება შეიტანოს მის ცხოვრების სტილში  და შეამციროს მისი უარყოფითი ზეგავლენა პლანეტაზე, იცხოვროს უფრო ჰარმონიულად ბუნებასთან და მომავალ თაობასაც მისცეს შანსი რომ ეს პლანეტა ისეთივე ლამაზი და მრავალფეროვანი შეხვდეს როგორც წინა თაოებებს. ადამიანი ბუნების განუყოფელი ნაწილია და მხოლოდ ურთიერთ მომგებიან კავშირში გადარჩება ადამიანი, და ცხოვრებაც მარტო გადარჩანაზე ხომ არ არის, ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა. არჩევანი ყველა ადამიანს აქვს, იცხოვროს როგორც პარაზიტი დედამიწისთვის ან იცხოვროს მასთან ერთად ჰარმონიულად, თვითონაც კარგად იყოს და სხვასაც მისცეს კარგად ყოფნის შანსი.

გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ რომ შეამციროთ თქვენი ზეგავლენა კლიმატის ცვლილებაზე და გლობალურ დათბობაზე:

1. ელექტრონერგიის ეკონომიურად მოხმარება. ჩააქრეთ შუქი სადაც არ გჭირდებათ, გამორთეთ კომპიუტერი როცა არ იყენებთ, შტეფსელიდან გამორთეთ ყველაფერი რასაც არ იყენებთ. ტექნიკის შეძენისას ეცადეთ ნაკლებ ენერგიის მომხმარებელი ტექნიკა შეიძინოთ. გადადით ეკონომიურ ნათურებზე. ეს ყველაფერი დენის გადასახადზეც დადებითად აისახება:)

2. ტრანსპორტი. იარეთ ფეხით! ან ველოსიპედით როცა შესაძლებელია. ჯანმართელობისთვისაც კარგია და გარემოსთვისაც. მანქანა თუ ჯერ არ გყავთ, კარგად დაფიქრდით სანამ შეიძენთ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა? იმაზეც დაფიქრდით რამდენი ხარჯის მომტანია, მაგალითად ყოველდღიური საწვავი და პროფილაქტიკა, ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი მოსდევს ამ ტრანსპორტის სახეს. თუ მაინც თვლით რომ მანქანა საჭიროა თქვენთვის, ეცადეთ რაც შეიძლება დაბალი კუბატურის შეიძინოთ, 110 კმ/სთ-ზე მეტით მაინც ვერ ივლით და რა მნიშვნელობა აქვს, სამაგიეროდ საწვავის ხარჯსაც დაგიზოგავთ. მიუხდავად იმისა გყავთ თუ არა მანქანა, ეცადეთ საზოგაოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოთ, როცა შესაძლებელია.

3. დაზოგეთ წყალი. შეაკეთეთ დაზიანებული ონკანები და მილები, რომ წყალმა ტყუილა არ იდინოს. დაკეტეთ ონკანი როცა არ გჭირდებათ, მაგალითად კბილების გამოხეხვისას ან გაპარსვის დროს. მილიონობით ადამიანს არ აქვს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან მსოფლიოში, გახარჯული წყლის გადამუშავებას კი დიდი დრო სჭირდება რომ ნალექად გარდაიქმნას, ზოგადად წყლის თქვენამდე მოსვლას კი დიდი ენერგია.

4. არ დაანაგვიანოთ. პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვავები და მსგავსი გამოუსადეგარი ნივთები დიდ ზიანს აყენებს გარემოს, მითუმეტეს თუ ნაგვის ურნაში არ ჩააგდებთ. ეცადეთ პოლიეთილენის პარკები მრვალჯერადად გამოიყენოთ ან უკეთესია თუ ნაჭრის ჩანთებს გამოიყენებთ ყოველდღიური პროდუქტების შეძენისას

5. გააზიარეთ. არ  გადაყაროთ ნივთები რასაც აღარ იყენებთ, იქნება ეს ტანსაცმელი თუ სახლის აქსესუარები. ყოველთვის მოიძებნება ხალხი ვისაც ჭირდება ისა თუ ეს ნივთი

6. მიირთვით ჯანსაღი საკვები. ეცადეთ მას პროდუქციის ხორცი და თევზი საერთოდ ამოიღოთ საკვებიდან ან მინიმუმამდე დააიყვანოთ მისი მოხმარება. შეიძინეთ ლოკალური და ჯანსაღად მოყვანილი საკვები. საუკეთესო იქნება თუ ვეგეტარიანულ კვებაზე გადახვალთ, თქვენი ჯანმრთელობისთვისაც და გარემოსთვისაც (ამ თემაზე დეტალურად იხილეთ აქ)

7. დარგეთ ხეები. ერთჯერადად არა, ხშირად, ყოველ გაზაფხულზე, ან თქვენ დაბადების დღეზე ან ვინმეს აჩუქეთ დაბადების დღეზე რომ დარგოს ან ნებისმიერი მიზეზი იპოვეთ. ერთი არის რომ არ გავანადგუროთ მეტად გარემო და მეორე არის რომ შევინარჩუნოთ და გავამრავლოთ რაც დარჩა ის მაინც. ამისთვის საუკეთესო გამოსავალი არის ხეების დარგვა. კიდევ უფრო უკეთესია ბავშებს რომ ასწავლოთ და გაუზიაროთ ეს გამოცდილება, რომ ხეების გარეშე დედამიწაზე საკმარისი ჟანგბადი არ იქნება, ხეები არამარტო ამდიდრებს ჟანგბადს არამედ კარბონ დიოქსიდის ეფექტს ამცირებს გარემოში

sustainability_landing

 

Comments

comments

Leave a Reply