ჯანსაღი ცხოვრების მეორე წესი

 

2010-spring-wallpaper_1440x900_76659

ადამიანის ჯანმრთელობას 3 ძირითადი გარე ფაქტორი განაპირობებს – საკვები, ჰაერი და წყალი. სამწუხაროდ, ჩვენ კაცობრიობამ ბოლო 2 საუკუნეში ეს სამივე გარე ფაქტორი მოვწამლებთ. წარმოგიდგენიათ?! ის რის გარეშეც სიცოცხლე არ შეგვიძლია – მოვწამლეთ და უფრო მეტიც, ამას ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ ბოლომდე და იგივეს ვაგრძელებთ. მაგრამ ამ თემას არ განვავრცობ ამჯერად… ცოტა უფრო დადებითზე გადავალ, რაც ჯერ კიდევ რაღაც მაინც შემოგვრჩა.

გარდა ჯანსაღი საკვების, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზმისთვის ჯანსაღი ჰაერი, რაც დროთა განმვლობაში სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება, იმ გაგებით რომ დაბინძურება მატულობს, ახალ ნაცრისფერ შენობებთან ერთად, რომლებიც ცვლიან ცოცხალ არსებებს და ჩვენი ფილტვების განუყოფელ ნაწილს – ხეებს. თუმცა ჯერ კიდევ შემორჩა ხეები ქალაქ-გარეთ და ამინდების დათბობასთან ერთად ვიტყოდი რომ აუცილებელია “ჰაერზე” გასვლა ანუ ქალაქ-გარეთ იქ სადაც მანქანების ხმაური ვერ აღწევს.

ბოლოს როდის იყავით ბუნებაში აბა დაფიქრდით? შეიძლება არც გაგახსენდეთ… არადა რა საოცარია ბუნება, ქალაქ გარეთ, ტყეში ან მინდორში, სადაც არანაირი მექანიკური ძრავის ხმა არ ისმის. მხოლოდ ჩიტების გალობა, და როგორ გალობენ გაზაფხულზე! დაკვირვებიხართ? ისე კი არა უცბად ყურს რომ მოკრავთ და მერე “ვაა რა კარგია” აზრი რომ ტრიალებს თავში და ცოტა ხანში ისევ მობილურში ყურებას რომ გააგრძელებთ. როცა ნამდვილად მოუსმენთ, როგორც მუსიკას, ყურადღებით, გონების გარეშე, უბრალოდ ჩიტების გალობას… ან ფუტკრების ზუზუნს, ახლად გაყვავილებულ ხეებზე. არ არსებობს ამაზე უკეთესი მუსიკა! თუ ნამდვილად მოსმენა შეგიძლიათ, როგორც საკონცერტო დარბაზში… და მერე მწვანე ბალახის სუნი? გაყვავილებული ხეების? უსასრულოდ ლურჯი ცა და თეთრი ღრუბლები? თბილი მზე და ნაზი სიო? ეს რომანტიული წიგნის შესავალი არ არის, ეს რეალობაა, საქმე იმაშია რამდენ აღიქვამთ ამას, ანუ რამდენად აქ ხართ და არა იქ უკვე ჩავლილ წარსულსა, თუ ჯერ არ დამდგარ მომავალში…

დაჯექით მწვანე ბალახზე, მიწაზე, შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი, წამოწექით, გაგორდით, გააიხედეთ, გამოიხედეთ დააკვირდით, მოუსმინეთ… ბუნება საოცრებაა! სამწუხაროდ ადამიანი ამას ჩვეულებრივად აღიქვამს და რამდენს კარგავს! შეხედავს ყვავილს, მწვანე ბალახზე ამოსულ წითელ არსებას და იტყვის “ყაყაჩოა”! და აქ მთავრდება, უკვე საოცარი არსება კი არა უბრალოდ სიტყვა “ყაყაჩო” რჩება. შეეცადეთ ამ სიტყვების გარეშე შეხედოთ, დააკვირდით კარგად, თითქოს პირველად ხედავთ, დააკვირდით თითეულ დეტალს და მიხვდებით რომ “ყაყაჩოზე” ბევრად მეტია, ბევრად მისტიური და ბევრად საოცარი…

თუ ეს მანც ყველაფერი რომანტიულად გეჩვენებათ, მაშინ პრაქტიკულზე ვიტყვი. ბუნებასთან სიახლოევე, გაგანთავისფულებთ სტრესისგან, აღგიდენთ სიცოცხლის ენერგიას და ხალისს, გამოკვებას “დამშეულ” ფილტვებს, და ცოტა ხნით მოგწყვეტთ “რეალობას” ან უკეთესად რომ ითქვას, დაგაბრუნებთ რეალობაში. სცადეთ, და მერწმუნეთ არ ინანაბთ, ერთ ან ორი საათი მოწყდით ქალაქს, სოფელში კი არ წახვიდეთ, სადაც სოფლის სახლის რემონტზე და პრობლემზე იფიქრებთ, ბუნებაში წადით, ადგილების მეტი რა არის ამ დალოცვილ მიწაზე! ხეების და ტყეების მეტი რა არის, წადით მარტო ან მეგობრებთან ერთად, ოღონდ ლუდით და ცხოველის გვამით დატვირთული კი არა, მსუბუქად, რომ იურთიერთოთ ბუნებასთან და არა უბრალოდ ფონი შეიცვალოთ…

წადით, შაბათს ან კვირას და თავად შეიგრძენით ეს ყველაფერი! ეს საოცრება!

თუ მაინდამაინც “ბიზნეს ინსაიდერმა” გინდათ რომ გირჩიოთ, რატომ არის თქვენთვის ბუნებასთან ახლოს ყოფნა კარგი, აგერ თქვენ ეს ლინკი

წარმატებები!!

_1090680_orig

Comments

comments

Leave a Reply