9 მიზეზი რატომაც უნდა შეამციროთ რძის პროდუქტების მიღება

dairy

საქართველოში რძის პროდუქტების მოხმარება საკმაოდ მაღალია. გთავაზობთ 9 მიზეზს რატომაც უნდა შეამციროთ რძის პროდუქტების მიღება:

1. ოსტეოპოროზი –  დაავადება დაკავშირებული ძვლის ქსოვილის დაზიანებასთან (დავიწროებასთან), რომელიც ძვლის მოტეხილობასა და დეფორმაციას იწვევს

ცნობილია რომ რძე შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს რაც ძვლებისთვის კარგია. თუმცა ჰარვარდის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელშიც 75,000 ქალი მონაწილეობდა 12 წლის მანძილზე, რძის მომხმარებამ არანაირი დაცვითი შედეგი არ აჩვენა ოსტეოპოროზის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, კალციუმის გადაჭარბებულმა მოხმარებენ პირიქით ხელით შეუწყო მის განვითარებას. დამატებით სხვა კლველვებმაც იგივე შედეგი აჩვენა. ოსტეოპოროზისგან თავის დასაცავად უნდა მოერიდოთ ზედმეტ რძის პროდუქტებს და ცხოველურ პროტეინებს, უფრო მეტი ხილი და ბესტნეული მიირთვათ და რაიმე ფიზიკური ვარჯიშებით დაკავდეთ. თუ საერთოდ არ მიირთმევთ ან ძალიან ცოტა რძის პროდუქტებს იღებთ, კალციუმი შეგიძლიათ მიიღოთ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულებისგან და სხვადასხვა კალციუმით გამდიდრებული ბურღულეულისგან

2. გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებები

რძის პროდუქტები – მათ შორის რძე, ნაყინი, იოგურტი, ყველი, კარაქი – დიდი რაოდენობით ქოლესტერინს და ცხიმებს შეიცავს, რაც ზრდის გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებების რისკს. ამისგან თავის დასაცავად საუკეთესო არის ვეგეტარიანული კვება

3. სიმსივნე

რამოდენიმე ტიპის სიმსივნე დაკავშირებული არის რძის პროდუქტებთან, მათ შორის მკერდის და პროსტატის

4. დიაბეტი

მეცნიერულმა კვლევებმა ბევრ ქვეყანაში, გამოავლინა რძის პროდუქტები როგორც დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი

5. ლაქტოზის მონელების პრობლემა

ბევრ ადამაინს შეიძლება ჰქონდეს ლაქტოზის მონელების პრობლემა, რაც არის გენეტიკური. ანუ ორგანიზმს არ გააჩნია შესაბამისი ნივთიერებები რომ მოინელოს ლაქტოზა. ლაქტოზა არის შაქარი რომელიც გვხვდება რძეში

6. D ვიტამინის ტოქსიკურობა

რძის პროდუქტები ცნობილია რომ შეიცავს D ვიტამინს, თუმცა კლევებმა აჩვენა რომ ზოგი კომერციული პროდუქტები შეიცავდა 500-ჯერ მეტ ოდენობას ვიდრე მითითებული იყო, ზოგი კი პირიქით ძალიან ცოტას ან 0-ს. ამ ვიტამინის გადაჭარბებული მიღება არის ტოქსიკური და შიეძლება ბევრი დარღვევა გამოიწვიოს ორგანიზმში

7. ქიმიკატები

კომერციული წარმოებაში იყენებენ სინთეტიკურ ჰორმონებს, რათა საქონლისგან იმაზე მეტი რძე მიიღონ, რაც მას ბუნებრივად შეუძლია გაიღოს. შესაბამისად, ესეთი ჰორმონები და ქიმიკატები შემდეგ ხვდება რძეში. ასევე პესტიციდები, რაც მოდის მათი საკვებისგან რომელიც ქიმიურად არის დამუშავებული რომ არ გაუფუჭდეთ

8. ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვებში

რძის ცილები, რძის შაქარი და ცხიმები, შეიძლება ბავშებისთვის სარისკო იყოს ჯანმრთელობისთვის და გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ჭარბ-წონიანობა, დიაბეტი და გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებები. ერთ წლამდე ბავშვებში ძროხის რძემ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში რკინის ნაკლებობა.

9. ალერგია

რძის პროდუქტები დაკავშირებულია ალერგიასთან. თუ თქვენ ალერგიული ხართ ან/და ნესტოები მუდამ გამოჭედილი გაქვთ, უმჯობესი იქნება თუ რძის პროდუქტებს თავს აარიდებთ. შეგიძლიათ თქვენ თვითონ დააკვირდეთ, საერთოდ არ მიიღოთ რძის პროდუქტები 2 კვირის განმავლობაში და ნახოთ შედეგი

ეს რაც შეეხებოდა უარყოფით თვისებებს. ცოტა დადებითზეც რომ ვილაპარაკოთ, ანუ რატომ არის რძის პროდუქტები კარგი – შეიცავს: პროტეინებს, კალციუმს, მაგნეზიუმს, პოტასიუმს, ვიტამინებს – B1, B2, B6, B12, A, D, E.

ა.შ.შ.-ს სოფლის მეურნობის რეკომენდაციით დღეში 3 ჭიქა რძე ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა ამას იძახის სოფლის მეურნეობა და არა ჯანდაცვა! ასევე ზოგი ექსპერტი ვინც ამ განცხადებას აკეთებს მუშაობენ რძის პროდუქციის ინდუსტრიაში. შესაბამასად ეს განცხადება საერთოდ არ არის სანდო, რადგან მათ სავარაუდოდ კომერციული მიზნები ამოძრავებთ და სულ არ ადარდებთ ჯანმრთელობის ფაქტორები

რძე და რძის პროდუქტები არ არის აუცილებელი ადამიანისთვის, და მათ გარეშეც შეუძლია მიიღოს იგივე ვიტამინები და მინერალები უფრო ჯანსაღი გზით, როგორიც არის ხილი, ბოსტნეულები და მარცვლეულები. შეიძლება საერთოდ არ ამოვიღოთ რძის პროდუქტები კვებიდან, მაგრამ ის მაინც გვეცოდინება რომ ზომიერება შევინარჩუნოთ, და ვეცადოთ კვირაში რამოდენიმე დღე საერთოდ არ მივიღოთ ხორცი და რძის პროდუქტები, რათა შევამციროთ დაავადებების რისკი

Comments

comments

5 thoughts on “9 მიზეზი რატომაც უნდა შეამციროთ რძის პროდუქტების მიღება

  1. უდარ ნიჟე პოესა 🙂 მაგრამ მაქვს კონტრ-არგუმენტებიც. პუნქტების მიხედვით:

    1. ოსტეოპოროზი – კიბატონო, შეიძლება რძე ოსტეოპოროზისგან ვერ იცავს, მაგრამ ბოსტნეული სავარაუდოდ კიდევ უფრო ვერ იცავს. რაც შეეხება ამას: “კალციუმის გადაჭარბებულმა მოხმარებენ პირიქით ხელით შეუწყო მის განვითარებას” – გადაჭარბებული წყალიც მავნებელია.

    2. გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებები – “მათ შორის რძე, ნაყინი, იოგურტი, ყველი, კარაქი – დიდი რაოდენობით ქოლესტერინს და ცხიმებს შეიცავს” – არც ისე “დიდი რაოდენობით”, უფრო სწორი იქნება – პროსტა “შეიცავს”. თანაც ქოლესტერინი არაა მთლად უსარგებლო ნივთიერება, თავისი როლი გააჩნია და თუ არ იღებ გარედან, სხვადასხვა ელემენტებიგან თვითონ ორგანიზმი ქმნის. თუმცა ისევ და ისევ – ბევრი არაფერი ვარგა და ეს თანაბრად ეხება რძესაც და სტაფილოსაც.

    3. სიმსივნე – “რამოდენიმე ტიპის სიმსივნე დაკავშირებული არის რძის პროდუქტებთან” – ამის [სასურველია კომპეტენტური] წყარო დაიდოს. 🙂

    4. დიაბეტი – “მეცნიერულმა კვლევებმა ბევრ ქვეყანაში, გამოავლინა რძის პროდუქტები როგორც დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი” – ამისიც. თანაც იმის მითითებით თუ რამდენია “ბევრი” ქვეყანა და “ერთ-ერთი მთავარი მიზეზი” მერამდენა რიგში. ზოგადად ბიოლოგიურ-სამედიცინო კვლევებში თუ არ ხარ ადამიანი ჩახედული ადვილია კვლევის არასწორი ინტერპრეტაცია თუ კვლევის evaluation-ს არ ატარებ. მაგალითად ამ შემთხვევაში შეიძლება ამ კვლევის შედეგი ეფუძნებოდეს იმას, რომ რძის მომხმარებლები უფრო ხშირად ავტომატურად შაქრის მეტი მომხმარებლებიც არიან, რადგან რძის ნაწარმი ბევრისთვის შაქართან უფრო ასწორებს. შესაბამისად კვლევის სტატისტიკურ ანალიზში ცალკე ფაქტორად (ე.წ. co-founder) შაქრის მოხმარება უნდა იყოს გამოტანილი. ეს სერიოზული არგუმენტია ზოგადად ვეგეტარიანული დიეტის კვლევებში. მაგალითად ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ ვეგეტარანული დიეტა იწვევს სიცოცხლის ხანგრძლიობის ზრდას, მაგრამ როგორც წესი არ ითვალისწინებენ იმ ფაქტორს, რომ ვეგეტარიანელები უფრო მიდრეკილები არიან ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ (ვარჯიშობენ, არ ეწევიან, არ სვამენ) და რა არის მთავარი ფაქტორი, ძნელი გასაგებია. ისევე როგორც პირიქით – ზოგიერთ კვლევაში ხორცისმჭამელებს უფრო კარგი მაჩვენებლები აქვთ, მაგრამ იქ არაა გათვალისწინებული ის, რომ ვეგეტარიანელები უფრო ხშირად ქალაქებში ცხოვრობენ, შესბამისად სუნთქავენ უფრო ბინძურ ჰაერს, აქვთ უფრო სტრესული სამსახურები და ა.შ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ასე მარტივი არაა იმის თქმა, რომ “მეცნიერულმა კვლევებმა ბევრ ქვეყანაში, გამოავლინა….” და ა.შ. მით უმეტეს, ჩემნაირ კრიტიკულ პედანტ ადამიანთან, შესაბამისი ცოდნითა და გამოცდილებით :)))

    5. ლაქტოზის მონელების პრობლემა – ნუ, ეხლა თუ ადამიანს თანდაყოლილი გენეტიკური პრობლემა აქვს – რძე რა შუაშია? კარმას მიხედოს 🙂

    6. D ვიტამინის ტოქსიკურობა – “კომერციული” პროდუქტების ნაკლოვანებებს რძეს ნუ დავაბრალებთ. მასე 1000 ჯურის “კომერციული” ხილ-ბოსტნეული ისეთ ქიმიკატებს შეიცავს რო მტრისას. D ვიტამინი კი აუცილებელია – ოღონდ კიდევ ერთხელ – ბევრი არაფერი ვარგა.

    7. ქიმიკატები – ისევ, ამას კონკრეტულად რძესთან არანაირი კავშირი არა აქვს – მეტიც – პესტიციდები უფრო ზუსტადაც ფერმერის მოყვანილ ბოსტეულში მეტია, ვიდრე მინდვრის ბალახში, რომელსაც ძროხა ჭამს. იასნია, რომ ვიღაცა სხვა რამეებსაც აჭმევს ძროხას მეტი რომ მოიწველოს, მარა თუ მასეა, მაგალითად გენური ინჟინერია რძის წარმოებაში არაა მიღებული, მაშინ როცა ფაქტიურად არაგენმოდიფიცირებულ ბოსტეულს ვერც იშოვი. მარა, ეს თვითონ ბოსტნეულის ნაკლი ხომ არაა?

    8. ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვებში – არ ვიცი ამაზე არაფერი. მაიტა აბა სად წერია ეგ?

    9. ალერგია – “რძის პროდუქტები დაკავშირებულია ალერგიასთან”, ისევე როგორც საააააერთოდ ყველაფერი შეიძლება იყოს ალერგიასთან დაკავშირებული, ჰაერის (ჰავის უფრო) ჩათვლით. თავისთავად რძე აქ არაფერ შუაშია. თუ ვიღაცას ალერგია აქვს, რძეზე – არ უნდა დალიოს, თუ ალერგია აქვს ჭარხალზე – რა, ჭარხალი ცუდია?ს, თუ ალერგია აქვს ჭარხალზე – რა, ჭარხალი ცუდია?

    პრინციპში, შემიძლია დავწერო სტატია, რომელსაც ერქმევა “9 მიზეზი, რატომაც უნდა შამციროთ ბადრიჯანი” და თითქმის იგივე არგუმენტები გამოვიყენო, ბევრი მაინც სწორი იქნება 🙂 ზოგადად კი, არ ვთვლი, რომ რძის პროდუქტების სულ არ-მიღებაში რამე პრობლემაა. კიდევ უფრო ზოგადად, ვეთანხმები ერთი კარგ და ჭკვიან კაცს – ადამიანმა ლიშბი ხორცი არ ჭამოს ადამიანმა, და თუ გინდა რძეც მიყვეს 🙂

  2. ნე პლოხო :), მაგრამ გთავაზობ კონტრ-არგუმენტების კონტრ-არგუმენტებს:

    1. ამ შემთხვევაში გადაჭარბება გულისხმობს ხშირად მოხმარებას და არა იმაზე მეტის ჭამას ვიდრე შეგიძლია

    2. აქაც იგივე კომენტარის რაც პირველში

    3. მომყავს ციტატა:
    “Several cancers, such as ovarian cancer, have been linked to the consumption of dairy products. The milk sugar lactose is broken down in the body into another sugar, galactose. In turn, galactose is broken down further by enzymes. According to a study by Daniel Cramer, M.D., and his colleagues at Harvard,(12) when dairy product consumption exceeds the enzymes’ capacity to break down galactose, it can build up in the blood and may affect a woman’s ovaries. Some women have particularly low levels of these enzymes, and when they consume dairy products on a regular basis, their risk of ovarian cancer can be triple that of other women.

    Breast and prostate cancers have also been linked to consumption of dairy products, presumably related, at least in part, to increases in a compound called insulin-like growth factor (IGF-I).(13-15) IGF-I is found in cow’s milk and has been shown to occur in increased levels in the blood by individuals consuming dairy products on a regular basis.16 Other nutrients that increase IGF-I are also found in cow’s milk. A recent study showed that men who had the highest levels of IGF-I had more than four times the risk of prostate cancer compared with those who had the lowest levels.(14)”

    წყაროები:
    12. Cramer DW, Harlow BL, Willet WC. Galactose consumption and metabolism in relation to the risk of ovarian cancer. Lancet 1989;2:66-71.

    13. Outwater JL, Nicholson A, Barnard N. Dairy products and breast cancer: the IGF-1, estrogen, and bGH hypothesis. Medical Hypothesis 1997;48:453-61.

    14. Chan JM, Stampfer MJ, Giovannucci E, et al. Plasma insulin-like growth factor-1 and prostate cancer risk: a prospective study. Science 1998;279:563-5.

    15. World Cancer Research Fund. Food, Nutrition, and the Prevention of Cancer: A Global Perspective. American Institute of Cancer Research. Washington, D.C.: 1997.

    4. მომყავს ციტატა:
    Insulin-dependent diabetes (Type I or childhood-onset) is linked to consumption of dairy products. Epidemiological studies of various countries show a strong correlation between the use of dairy products and the incidence of insulin-dependent diabetes.(17,18) Researchers in 1992(18) found that a specific dairy protein sparks an auto-immune reaction, which is believed to be what destroys the insulin-producing cells of the pancreas

    წყაროები:

    17. Scott FW. Cow milk and insulin-dependent diabetes mellitus: is there a relationship? Am J Clin Nutr 1990;51:489-91.

    18. Karjalainen J, Martin JM, Knip M, et al. A bovine albumin peptide as a possible trigger of insulin-dependent diabetes mellitus. N Engl J Med 1992;327:302-7.

    5. ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს და რძე იმ შუაშია, რომ ვისაც აწუხებს არ უნდა მიიღოს, იწვევს კუჭის აშლილობას და არამარტო

    6. უმეტესობა ადამიანი ქალაქში, კომერციულ პროდუქტებს მოიხმარს, და გასათვალისიწინებელია

    7. აქ საუბარია იმაზე რომ გენმოდიფიცირებულ სოიოს აჭმევენ საქონელს, რომელიც თავისთავად არ ვარგა

    8. მომყავს ციტატა:

    The American Academy of Pediatrics recommends that infants below one year of age not be given whole cow’s milk, as iron deficiency is more likely on a dairy-rich diet. Cow’s milk products are very low in iron. If they become a major part of one’s diet, iron deficiency is more likely.(10) Colic is an additional concern with milk consumption. One out of every five babies suffers from colic. Pediatricians learned long ago that cows’ milk was often the reason. We now know that breastfeeding mothers can have colicky babies if the mothers are consuming cow’s milk. The cows’ antibodies can pass through the mother’s bloodstream into her breast milk and to the baby.(22)

    წყაროები:

    10. Pennington JAT. Bowes and Churches Food Values of Portions Commonly Used, 17th ed. New York: Lippincott, 1998.

    22. Clyne PS, Kulczycki A. Human breast milk contains bovine IgG. Relationship to infant colic? Pediatrics 1991;87(4):439-44.

    9. მომყავს ციტატა:

    Additionally, food allergies appear to be common results of milk consumption, particularly in children. A recent study(23) also linked cow’s milk consumption to chronic constipation in children. Researchers suggest that milk consumption resulted in perianal sores and severe pain on defecation, leading to constipation.

    წყაროები:

    23. Iacono G, Cavataio F, Montalto G, et al. Intolerance of cow’s milk and chronic constipation in children. N Engl J Med 1998;339:110-4

  3. დღეს (და ალბათ ხვალაც) ვერა და მერე გადავხედავ სტატიებს… თუმცა, უცებ შეხედვით 89,90,92 წლების სტატიები ეჭვს იწვევს თარიღების გამო. ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ დაჟე სკოლაშიც ასწავლიდნენ ხორცი აუცილებელია, შეუცვლელ ამინომჟავებს შეიცავსო (ჩვენთან ალბათ ეხლაც ასწავლიან 🙂 ) და იმის მერე შეიცვალა რაღაცეები 🙂 მარა, შეიძლება ვცდები კიდეც და ძალიანაც საიმედო და not-biased სტატიებია… ვნახოთ ვნახოთ 🙂

  4. მე ვფიქრობ ინდივიდუალურია, ორგანიზმზეა დმაოკიდებული და მის მოთხოვნაზე. ჩემ სოჯახში ორი ადამიანი ვერ სვამდა რძეს ბებო და ბიძა, კუჭნაწლავის ფაღარათს იწვევდა მათში. მაგრამ ორივე იყო ხორცის მოყვარული. ვერ დავიჩემებ ბიძას რამდენი ხანი შეეზლო ეცოცხლა, რომ არა ჭრილობა რომელიც აფხაზეთის ომსი მიიღო რვიზლსი და ისიც სასწაულებრივად გადარჩა, მიუხედავდ ღვიზლსი ჭრილობისა რაც ისვიათად აცოცხლებს დიდხანს ოთხი წელი იცოცხლა და საკმაოდ აქტიური ცხოვრებით, ბოლო წუთამდე, ასე ვთქვატ ფეხზე მდგომი გარდაიცვალა. მოულოდნელი სიკვდილით. მოულოდნელი იმიტომ იყო რომ მიუხედავად რვიზლსი მიღებული ჭრილობისა, ის არასოდეს ჩაწოლილა საწოლში, ფიზიკურად ყოველტვის იყო ჯანმრთელი და ამ ჯანმრთელობამ ჭრილობას არ მისცა უფლება ის საწოლში ჩაეწვინა. ბებომ კი 94 წელს მიუკაკუნა. აი მე კი პირიქით, ბავშვობიდანვე ნაკლებად ვეტანებოდი ხორცს, ლამის ძალით მაჭმევდნენ რადგან მაშინდელ მედიცინას ასეც მიჩნდა ხორცის მიღება აუცილებელი იყო. და ამის გამო მე და დედას ხშირად უთანხმოება გვქონდა, რადგან ის ზედმიწევნიტ ემორჩილებოდა ექიმების რჩევას, რადგან ექიმი ეუბნებოდა ასეთი ბავშვები ასში ერთი იბადებიან და ძალით თუ შეჭმევ ხორცსო და საერთოდ საკვებს, რადგან მთელი დღე ისე გავიდოდა მოთხოვნა არ მქონდა საკვებზე, სამაგიეროდ, ძალიან მიყვარდა ხეზე ჩამოკრეფილი ხილის მირტმევა და ეს მყოფნიდა მთელი დღე. უფრო ხშირად დაძალებული ისევ უკან ამომიღია, მხოლოდ ამის მერე შემეშვედოდა დედაც ძალიტ ხორცის ჩატენვისგან. აი რაც შეეხება რძე ძალიან მიყვარდა, ახლადჩამოწველილი თბილი და ქაფმოდებული. ხარბი მოთხოვნაც კი მქონდა რძისადმი, ისევე როგორც სხვებს ყავისადმი. იქიდან გამოდინარე რომ მაქვს D ვიტამინის ნაკლებობა, შესაბმისად კალცის. არ ვარ ბიოლოგიურ სამედიცინო კვლევებში ჩახედული, თუმცა ჩემტვის საინტერესო თემაა და თან ძალიან პედანტი ვარ მეც ამ საკითხებში. არ სემიძლია ცალსახად დავეთანხმო რომ რძეს მხოლოდ უსარგებლობა მოაქვს, რადგან ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. 40 წლის ვარ და ჯერჯერობიტ სიმსივნეები ჩემს ორგანიძმსი არ ჩანს, და აწი არ ვიცი. ბიოლოგიურ სამედიცინო კვლევებსი ჩახედულიც რომ ვიყო, ალბათ მეც ჩემი მიდგომა მექნებოდა, მაგრამ ადამიანის რგანიზმში იმდენი ჯერ კიდევ გამოუკვლეველი პროცესები მიბდინარეობს, რომ მედიცინასაც ვერ უწოდებ ზუსტ მეცნიერებას, რადგან ყველა ფაქტროს ვერ გაიტვალისწინებ, მიტ უფრო ჯერ კიდევ გამოუკვლეველს და კვლევა ყოველტვის იქნება ცალსახა, რაღაც დღეს დადებითად მიცნეული ხვალ შესაზლოა უარყოფითი აღმოჩნდეს. და პირიქით. ამიტომ ექიმის მიდგომაც არ არის სრულყოფილი და უფრ ვარაუდის დონეზეა.

  5. გამარჯობა,

    საინტერესო კომენტარია და გეთანხმებით – ყველა ორგანიზმი განსახვავებულია და თავისი მოთხოვნები აქვს. ვფიქრობ რაღაცის ჭამა არ უნდა დააძალო რაც არ უნდა.

    თუმცა ხორცს როცა მიჩვეულია ადამიანი შეიძლება იფიქროს და “თავი გაიმართლოს” იმით, რომ ხორცი სჭირდება მის ორგანიზმს, რაც 99% შემთხვევაში არ იქნება მართალი. სანამ ვეგეტარიანელი გავხდებოდი, ვერ წარმომედგინა ხორცის გარეშე როგორ უნდა გეჭამა რაიმე საჭმელი. მარხვაზეც მიფიქრია, მაგრამ ხორცზე უარს თქმა იმდენად მიჭირდა არასდროს გამიკეთებია. დღეს ხორცს საჭმელად საერთოდ ვერ აღვიქვავ და ჩემი ორგანიზმი გაცელიბით ჯანმრთელია.

    რძის შემთხვევაში გეთანხმებით, იმიტომ რომ მიცდია რძის პროდუქტების გარეშეც, დაახლოებით 6 თვე ვიყავი ეგრე და მივხვდი რომ ცოტა რძის პროდუქტი მაინც ჭირდება ჩემ ორგანიზმს. მაგრამ ყველა არ მოწსონს, მაგალითად ხაჭო, არაჟანი და მაწონი ამძიმებს. მარტო კარაქი და ყველი არის ორი რძის პროდუქტი რომელსაც ვიღებ, ისიც კვირაში 1-2-ჯერ რადგან მეტი არ ჭირდება ორგანიზმის.

    მოკლედ, მთავარი არის ადამიანი დააკვირდეს თვითონ თავის ორგანიზმს და ნახოს რომელი საჭმელი როგორ მოქმედებს მის ორგანიზმზე. თუ ხორცის ან რძის გარეშე არ შუეძლია, დარწმუნებული ვარ უბრალოდ რომ შეამციროს დოზები, უფრო უკეთესად იქნება.

    დიდხანს სიცოცხელ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულ, განსაკუთრებით იმაზე თუ რამდენად ძლიერი ორგანიზმი აქვს ადამაინს. ჯანმრთელი კვებით და ცხოვრების წესიდ ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ორგანიზმის შესაძლებლობა

Leave a Reply