ემულგატორები – დააკვირდით შეფუთვას!

თუ თქვენ სუპერმარკეტში პროდუქტებს მხოლოდ ლამაზი შეფუთვით და ბრენდის ცნობადობით არჩევთ, დროა შეიცვალოთ ეს ჩვევა და ცოტა უფრო დაკვირვებული იყოთ, რადგან თქვენი ჯანმრთელობის 70% დამოკიდებულია იმ საკვებზე რომელიც თქვენს ორგანიზმში ხვდება. საკვები მარტო ფიზიკურ სხეულზე არ მოქმედებს, თქვენ გონებაზეც მოქმედებს. თუ არასდროს არ დაგიხედავთ პროდუქტის შემადგენლობისთვის გაკვირვებული დარჩებით ალბათ რომ გაიგებთ რამდენი არაჯანსაღი კონსისტენციისგან შედგება ის რაც ძალიან გიყვართ, და ძალიან შეიძლება იმიტომაც გიყვართ რო იქ გვხვდება ისეთი სუბსტანციები რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, ანუ აჩენს მოთხოვნილებას ორგანიზმში, რაც ბუნებრივად შეიძლება არ გქონდეთ.

მაშ ასე, რისგან შედგება საკვების “ბნელი” მხარე: ემულგატორები (E ნიშნით – მაგ. E215, E150 და ა.შ.) და გენმოდიფიცირებული ორგანიზმები. ამ უკანსკნელზე უკვე არსებობს პოსტი და შეგიძლიათ იხილით ამ ბმულზე.რაც შეეხება ემულგატორებს, არსებობს ორი სახის: უსაფრთხო და სახიფათო ემულგატორები. ემულგატორი არის ქიმიური დანამატი რომელსაც იყენებენ საკვებში – გემოს მისაცემად ან იმისთვის რომ პროდუქტი დიდ ხანს შეინახოს, ან გარკვეული თვისება მიანიჭოს პროდუქტს.  

chemistry

ამას წინათ ერთ-ერთმა ცნობილმა ავსტრიულმა კლინიკამ გამოაქვეყვნა უსაფრთხო და სახიფათო ემულგატორების სია.

უსაფრთხო ემულგატორები:

E: 121,122,126,130,132,140,151,152,160,161,162, 163, 170, 174, 175, 181, 201, 202, 203, 236, 237, 238, 260, 261, 262, 263, 270, 280, 281, 282, 290, 300, 301, 303, 304, 305, 306, 307, 308, 309, 322, 325, 326, 327, 331, 332, 333, 334, 335, 336, 337, 382, 400, 401, 402, 403, 404, 405, 406, 408, 410, 411, 413, 414, 420, 421, 422, 450, 471, 472, 473, 474, 475.

სახიფათო ემულგატორები:

E: 125, 141,150,153,171,172,240,241,477

განსაკუთრებით სახიფათო ემულგატორები (ტოქსიკური):

E: 102,110,120,124

ემულგატორები რომლებიც ზიანს აყენებენ თქვენ შინაგან ორგანოებს:

1. E 220,221,222,223,224 – იწვევს ნაწლავების დაავადებას digestive-diseases
2. E 338,339,340,341,361,463,465,446,450,407 გვხვდება ნაყინებში, იწვევს მონელების სისტემის დაავადებებს
3. E 230,231,232,233 – იწვევს კანის დაზაინებას
4. E 200 – ანადგურებს B ვიტამინს ორგანიზმში
5. E 250,251,252 – იწვევს სისხლ-ძარღვთა დაავადებებს
6. E 320,321 – საგრძნობლად ამატებს ცუდ ქოლესტერინს სისხლში
7. E 311,312 – იწვევს ნერვულ დაავადებებს

განსაკუთრებით სახიფათო ემულგატორები, რომელიც იწვევს კიბოს (!) :

fish-oil-and-cancer

E: 113,142,210,211,213,214,215,216,217,239
E: 123,110 ესენი აკრძალულია რუსეთსა და ამერიკაში გვხვდება “ჟელიბონებში”, შოკოლადის კანფეტებში, ყველში, ლორის პროდუქტებში, გაყინულ ბოსტნეულში სპეციებით, და სხვა ბევრ პროდუქტში.

იმედია ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ დააკვირდებით საკვების შემადგენოლბას სანამ შეიძენთ და სანამ მიირთმევთ. შეიძლება ბევრ თქვენ საყვარელ პროდუქტში აღმოჩნდეს სახიფათო ნივთიერებები და რა ვქნათ როცა ძალიან გვიყვარს? სულ რამოდენიმჯერ რომ თქვათ უარი, შეიძლება მოიშალოს თქვენი დამოკიდებულება, გააცნობიერეთ რომ ეს პროდუქტები აზიანებენ თქვენ ჯანრმთელობას და მერე გიწევთ ექიმებთან სირბილი, ათასი წამლების სმა, გაციება, გრიპი… როგორ გგონიათ საქართველოში ასე წარმატებული რატომ არ ფარმაცია? 🙂 ყოველ ნაბიჯზე რომ აფთიაქი გვხვდება და ყოველი ალბათ მესამე რომ წამლებს ყიდულობს. აქვე აღსანიშნავია რომ წამლები ებრძვის ეფექტს და არა მიზეზს, მიზეზი კიდევ შეიძლება სხვადასხვა უარყოფითი ეფექტების მომტანი იყოს; ასევე წამალი ერთ სიმპტომს რომ აქრობს, შემცველმა ქიმიურმა ნივთიერებამ შეიძლება სხვა ჯანრმთელი ორგანოები/უჯრედები დააზიანოს. თუ თქვენი ექიმების და აფთიაქების ხშირი სტუმარი ბრძანდებით, დროა გადახედოთ თქვენს კვებას და თუ ჯერ არა ხართ, მაშინ ნუ მიიყვანთ მაქამდე საქმეს! წაიკითხეთ პროდუქტის შემცველობა, მოერიდეთ ემულგატორებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, ეცადეთ ნაკლები შაქარი მიიღოთ (დეტალურად იხილეთ ამ ბმულზე) და ეცადეთ მას-წარმოების ხორცი არ მიიღოთ (დეტალურად იხილეთ ამ ბმულზე), და თქვენ აფთიაქში სიარული აღარ დაგჭირდებათ

ცოტა რთულია ალბათ დავიმახსოვროთ რომელი ემულგატორი შეიძლება მივიღოთ და რომელი არა. ჯობია ისეთი პროდუქტი შევიძინოთ სადაც ემულგატორები საერთოდ არ არის, ჯერ-ჯერობით არსებობს ასეთი პროდუქტები საბედნიეროდ. შეიძინეთ ქართული პროდუქცია (სადაც ჯერ-ჯერობით ნაკლები “შხამი” გვხვდება) და ყოველთვის წაიკითხეთ შემადგენლობა.

როგორ ვნახოთ ემულგატორი შეფუთვაზე – ქვევით მოყვანილ სურათში Nestle-ს ფირმის შოკოლადი შეიცავს 2 ემულგატორს სოიოს ლეციტინს და E476-ს, ეს უკანასკნელი ზემოთ მოყვანილ სიაში არ გვხვდება, მაგრამ არ არის ჯანმრთელობისთვის სარისკო. მაგრამ ეს შოკოლადის კანფეტები ასევე შეიცავს არომატიზატორებს და კონსერვანტებს, რაც არ არის კარგი

emulnestle

ვისაც უფრო დეტალური ინფორმაცია აინტერესებს, იხილეთ ქვევით მოცემული ბმულები:

პოსტის ინფორმაციის წყარო

სახიფათო სუბსტანციების სია საკვებსა და კოსმეტიკაში

სახიფათო სუბსტანციები

Comments

comments

11 thoughts on “ემულგატორები – დააკვირდით შეფუთვას!

  1. ძალიან მიხარია, რომ ასეტი ლოგი გაჩნდა 🙂 წარმატებები

  2. exla wavikitxe barnis da nesquikis inxtruqcia da cudi isa rom mase ar weria ra emulgatorebs sheicavs es produqti 🙁

  3. tu weria mxolod vitamini E – unda vigulisxmoot?? mag: produqt “START” S SHOKOLADIS.-.XSHIRAD MOVIXMART BAVSHVEBISATVIS,(rdzes rom vasxamt xlopebs)aq aweriia shemadg -shi mxolod- E “RA VIGULISXMOT?

  4. გამარჯობა, ანუ შემადგენლობაში წერია მხოლოდ E და რამე კონკრეტული ნომერი არ აქვს მითითებული? ეგეთი არასდროს არ შემხვედრია. ვიტამინების შემადგენლობაში ხომ არ წერია? თუ იქ წერია სადაც კაკაო, რძის ფხვნილი და ა.შ. წერია?

  5. sashinelebaa…bavshvis zgvis marilis abazanebzec aweria E102;E133 anu eg sashishia ? 🙁

  6. გამარჯობა, ზღვის მარილის აბაზანაზე ალბათ არ უნდა იყო საშიში რადგან პირში არ ხვდება და მხოლოდ კანს ეხება

  7. es yvelaferi kargi,magram sayidlebze rom waval tan xom ar meqneba chamowerili furcelze am sashishi emulgaturebis sia?

  8. iqneb magalitad romelime produqts photo daurtot tan rom kargad gavigot?! gmadlobt inpormaciistvis

  9. გამარჯობა, გავითვალსწინე თქვენი შენიშვნა და დავურთე მაგალითი

  10. ყველაზე საშინელი სიაა, რომ მაგ. ყელის ტკივილისთვის განკუთვნილ საწუწნ აბებსაც კი აქვს ეს ემულგატორები, თან საკმაო რაოდნეობით. ანუ, წამალიც გწამლავს 🙁

  11. როგორ არ არის საშიში…. კანზე კისლატა რომ დაგესხას არაფელია????
    გინდ პირში ჩაისხი გინდ კანზე
    მავნებელი მავნებელია

Leave a Reply