შაქარი – მწარე სიმართლე

1928339427_1359798961

ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ გინდათ მისდიოთ, შაქარი ერთ-ერთი პირველი საკვებია რაც უნდა შეამციროთ, უფრო მეტიც, კარგი იქნებ სულ თუ ამოიღებთ თქვენი კვებიდან. აქ იგულისხმობ ქარხნულ გადამუშავებულ შაქარი, რომელსაც ბევრი მეცნიერი და ექიმი თეთრ შხამს უწოდებს. შაქარს დღეს-დღეობიოთ ამზადებენ ქიმიური წესით, რაც მას ყველანაირ ღირებულებას უკარგავს, შედეგად ვიღებთ “ცარიელ კალორიებს” – ანუ კალორიას რომელსაც გამოცლილი აქვს ყველა ვიტამინი და მინერალი, რომელიც არ გმატებთ არაფერს, ჭარბი წონის გარდა. შაქარი პირიქით ფიტავს ორგანიზმს ვიტემინებისა და მინრალებისგან, და ორგანიზმი უფრო მარტივად ხდება სხვადასხვა ვირუსების მსხვერპლი. თუ ფიქრობთ რომ ცოტა შაქარს იღებთ რადგან ჩაის ან ყავას უშაქროდ მიირთვეთ ცდებით, შაქარი დიდი რაოდენობით არის ტკბილეულებში, შოკოლადში და ნამცხვრებში, გაზიან სასმელებში (კოკაკოლა, პეპსი, ლიმონათები) და “ნატურალურ” წვენებში, რომელიც ასე გიყვართ და ბევრი ისეთ პროდუქტშიც კი როგორიც არის კეჩუპი, რძის პროდუქტები (იოგურტი), პურიც კი შემხვედრია შაქრის შემცველობით. დღევანდელი სუპერმარკეტების პროდუქცია გაჯერებულია ათასგვარი შაქრის შემცველი პროდუქტებით, რომელიც შაქრის გარდა კაცმა არ იცის კიდევ რამდენ მავნე ნივთიერებას შეიცავს

შაქარს ძალიან საშიში ნივთერება არის დამოკიდებულების მხრივ, რომელიც თამქაბოს და ალკოჰოლს უტოლდება. თუ დღე არ შეგიძლიათ ისე გადაატაროთ რომ რაიმე ტბილი არ ჭამოთ, ან ტკბილს როცა ხედავთ ყოველთვის მიირთმევთ, ჩათვალეთ რომ დამოკიდებული ხართ შაქარზე. 2007 წელს ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც გამოვლინდა რომ კოკაინზე დამოკიდებული ვირთხები ( 🙂 ), კოკაინს მაინც შაქარს ამჯობინებდნენ. იცით, კიდევ რატომ გინდებათ და არ განაყრებთ ერთი ან ორი ნატეხი შოკოლადი? იმიტომ რომ შაქარი ტვინს არ აწვდის იმ სიგნალს რომელიც პასუხისგემებელია მოგახსენოთ რომ თქვენ უკვე საკმარისი რაოდენობის კალორია მიიღეთ და მეტი ორგანიზმს რეალურად აღარ ჭირდება

რამოდენიმე მიზეზი თუ რატომ არის შაქარი სახიფათო:

  • ზრდის გულის დაავადებების რისკს
  • ასუსტებს იმუნურ სისტემას
  • იწვევს ჭარბ წონიანობას
  • ხელს უწყობს და კვებავს სიმსივნეს
  • შაქარი და აკოლოჰოლი დაახლოებით ერთიადაიგივე ზიანს აყენებს ღვიძლს
  • უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, კერძოდ მეხსიერებაზე
  • აბერებს ორგანიზმს
  • იწვევს ალერგიებს
  • დიაბეტის გამომწვევის მთავარი მიზეზია
  • ბავშვებში იწვევს ჰიპერაქტიურობას და კონცენტრაციის დარღვევას

ეს მიზეზები თუ გეცოტავებათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე და წაიკითხოთ 141 მიზეზი რატომ არის შაქარი მავნე ჯანმრთელობისთვის, დიახ 141! ეს მიზეზები ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი არ არის, ყველა მეცნიერული ნაშრომებიდან არის ამოღებული

რა ვქნათ როცა ასე გვიყვარს შოკოლადი და ნამცხვრები? არსებობს ჯანსაღი ალტერნატივები:

  • ხილი. ხილში დიდი რაოდენობით არის შაქარი, უფრო სწორად გლუკოზა და ამასთან ერთად ბევრი ვიტამინები და მინერალები (მიირთვით სეზონური ხილი)
  • თაფლი. ძალიან სასარგებლო საკვებია გულისთვის, სხეულისთვის და გონებისთვის
  • ჩირი. ასევე სასარგებლო, ოღონდ მოერიდეთ იმპორტულს, მაგალითად გარგრის ჩირს ბევრ ქიმიურ ნივთიერებას ამატებენ რომ შეინარჩუნოს ლამაზი სახე
  • ჩურჩხელა. ტრადიციული, ნაციონალური, გემრიელი, ჯანსაღი, ტკბილი (ყურძენი დიდი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს)
  • ფინიკი. ყველაზე ტკბილი ხილი, გლუკოზის შემცველობა 98%

Image

მაგრამ რა ვქნათ თუ მაინც არ შეგვიძლია შოკოლადისგან თავის შეკავება? შევამციროთ მაინც. შემიძლია მოგცეთ ასეთი რჩევა – დათქვით რომ კვირაში 2 ან 3 ან რამდენიც გინდათ დღე, როცა საერთოდ არ მიიღებთ შაქარს ან მის შემცველ პროდუქტებს. თუ ყოველდღე იღებთ, შეგიძლიათ დღე-გამოშვებით მიირთვათ, მთავარია ნელ-ნელა შეამციროთ შაქრის დოზა თან ისე რომ დღის განმავლობაში საერთოდ არ მიიღოთ.

თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ შაქრის ავ-კარგიანობა, შემიძლია შემოგთავაზოთ კალიფორნიის შტატის მეცნიერებათა დოქტორის ლექცია, სადაც იგი სამედიცინო კუთხით განიხილავს თუ რატომ არის შაქარი მავნე და თუ ასეა რატომ არ არის იგი აკრძალული

Comments

comments

3 thoughts on “შაქარი – მწარე სიმართლე

  1. ყავისფერ შაქარზე გამიგია რომ იგივე ქარხნის წესით მზადდება, როგორც თეთრი. ერთადერთი შანსი არის ნატურალურს რომ მიაგნო დიდი ნაჭერი რომ იყოს და არა ფხვიერი, ისიც “მახინჯი” უნდა იყოს. რასაც საქართველოში ალბათ ვერ იშოვით

Leave a Reply