რატომ ჯობია ვეგეტარიანული კვება

ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება ვეგეტარიანელი –  მას შეიძლება ჯანმრთელი ცხოვრება უნდოდეს, შეიძლება დიდხანს ცხოვრება უნდოდეს, შეიძლება გარემოს დაბინძურების შემცირება უნდოდეს, შეიძლება დედამიწის ბიოლოგიური სახის შენარჩუნება უნდოდეს, შეიძლება ცხოველები ეცოდებოდეს ან ყველა ეს მიზეზი ერთად.

ზოგადად უკვე დიდი ხანია ცნობილია და დამტკიცებულია რომ ვეგეტარიანელები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ და უფრო ჯანმრთელები არიან. ყველა დაავადების 70% მოდის არასწორი კვებისგან, აქედან ერთ მესამედ შემთხვევაში კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს. ვეგეტარიანული კვება ამცირებს რისკს ბევრ დავაადებებზე მათ შორის –  ჭარბწონიანობაზე, მაღალ წნევაზე, არტერიული დავადებებზე, დიაბეტზე და სხვადასხვა ორგანოების სიმსივნეზე. არსებობს რამოდენიმე ტიპის ვეგეტარიანული დიეტა, ამ შემთხვევაში საუბარი გვექნება სტანდარტული ვეგეტარიანულ დიეტაზე რაც მოიცავს – ბოსტენეულებს, ხილს, რძის პროდუქტებს.. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა საკვები გარდა ცხოველური ხორცისა და ზღვის პროდუქტებისა.

IVU_Man

ასობით მიზეზი არსებობს რატომ ჯობია ვეგეტარიანული დიეტა, შევეცდება ჩამოვთვალო მთავარი და ძირითადი მათგანი:

ამცირებს დაავადებების რისკს.  ვეგეტარიანული დიეტა ბევრად უფრო ჯანმრთელი კვებაა, ვიდრე სტანდარტული ქართული სუფრა. ვეგეტარიანული დიეტა, რომელიც  ნაკლებ ცხიმიანი,  ყველაზე ეფექტური გზაა შევამციროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ძირითადად ასეთი კვება უკეთესია იტიმომ რომ ნაკლებ ცხიმებს და ქოლესტერინს შეიცავს, სანაცვლად უფრო მეტ ვიტამინებს და მინარელებს იღებს ორგანიზმი, რაც აძლიერებს იმუნინეტს, როცა ხორც პროდუქტები პირიქით მომქმედებს.

ამცირებს წონას. არანაირ დიეტაზე აღარ მოგიწევთ ყოფნა, თუ სწორ კვებაზე გადახვალთ. ვეგეტარიანელებში ჭარბი წონის პრობლემა თითქმის არ არსებობს. თუ რათქმაუნდა მარტო ხაჭაპურებზე და ლობიანებზე არ იქნებით 🙂

ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ცხოველური დიეტა “აბინძურებს” არტერიებს, აქვეითებს იმუნურ სისტემას და მიაქვს უფრო მეტი ენერგია. ცნობილი რომ ვეგეტარიანელები 13 წლით უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ ვიდრე სტანდარტული ამერიკელები ვინც ხორც პროდუქტებით იკვებებიან. (პ.ს. არ გეგონოთ რომ აქ უკეთესი ხორცი შემოდის 🙂 ). ყველაზე დიდხანს მცოხვრები ადამიანები იაპონიაში, ვეგეტარიანულ დიეტას მისდევენ.

მატებს ენერგიას. ბევრი ცხოველური ცხიმი ნიშნავს რომ თქვენი არტერიები არ იხსნება კარგად და კუნთებს არ მიეწოდება საკმარისი დოზით ჟანგბადი, შედეგად ვიღებთ დაღლილობას. უმი ბოსტნეული და ხილი პირიქით მოქმედებს, უფრო მეტ ენერგიას აძლევს ორგანიზმის. შეგიძლიათ თქვენთინოვე ჩაატაროთ ექსპერიმენტი. 3 დღის განმავლობაში არ მიიღოთ ხორცი და რძის პროდუქტები და ნახევარი საკვები უმად მიირთვით (ხილი-ბოსტნეული) და მეორე 3 დღის განმავლობაში მიირთვით ხორცი და რძის პროდუქტები, შემდეგ შეადარეთ რამდენად მეტად ენერგიული იქნებით. ხორცის გადამუშავებას ძალიან დიდი ენერგია მიაქვს, შესაბამისად უფრო მალე იღლებით და ნაკლებათ პროდუქტიული ხართ დღის განმავლობაში, ვიდრე ამის პოტენციალი რეალურად გაქვთ.

ორგანიზმს თავიდან აცილებს ტოქსიკურ ნივთიერებებს. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით 95% პესტიციდების (ქიმიური ნივთირებები, რომელსაც იყენებენ პროდუქტების “შესაწამლად”) ნალექი საკვებში მოდის ხორცზე, თევზზე და რძის პროდუქტებზე (ვფიქრობ საქართველოში დამზადებული რძის პროდუქტი ნაკლებად საშიში უნდა იყოს). თევზი მაგალითად, შეიძლება შეიცავდეს კარცენოგენებს და მძიმე მეტალებს (მერკური, კადმიუმი, დარიშხანი), რომელიც არ შორდება გაყინვით და გაცხელებით. ხორცი ასევე შეიძლება გაჯერებული იყოს სტეროიდებით და ჰორმონებიც, რასაც გამოიყენებ იმისთვის რომ ცხოველები მალე გაზარდონ და არაბუნებრივად გაასუქონ. (ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მხოლოდ მას პროდუქციის პროდუქტებს)

ზოგავს ცხოველების სიცოცხლეს. ბევრისთვის ეს მიზეზი შეიძლება მთავარი იყოს, ბევრს კი შეიძლება საერთოდ არ აღელვებს ეს თემა, რადგან მიაჩნათ რომ ცხოველი ადამიანის საჭმელად არის გაჩენილი. სამწუხაროა ასეთი აზრი. წელიწადში ათობით მილიარდი ცხოველს კლავენ ადამიანებისთვის საკვებად. ისინი ცხოვრობენ თავიანთი სხეულის ზომის გალიებში სადაც მათ სპეციალურ საჭმელებს აჭმევენ რომ მალე გასუქდნენ, და ზოგჯერ ძალითაც ატენიან პირში. ასე აწვალებენ, ტანჯავენ მთელი ცხოვრება, და ბოლოს კლავენ, ზოგ შემთხვევაში წამებითაც კი (ბევრი საზარელი ვიდეო მტკიეცებულებები არსებობს). ეს ნატანჯი ორგანიზმი შემდეგ ხდება თქვენი სხეულის ნაწილი, გინდათ თუ არ გინდათ ამ ფაქტს ვერ აირიდებთ. ისინი მხოლოდ ერთი საფეხურით დაბლა არიან ადამიანებზე (ევოლურციურ განვითარებაში), სხვა ყველაფერი საერთო აქვთ. მათ ისევე ტკივათ და ისევე უხარიათ როგორც ადამიანებს. ძაღლიც ცხოველია, კატაც, ძროხაც, ღორიც და ქათამიც. ზოგს ვეფერებით, ზოგს კი სასტიკად ვუსწორდებით და მერე კმაყოფილი სახეებით ვზივართ, ვითომც არაფერი მომხდარა. მაგრამ გასაგებია ასეთი დამოკიდებულება, რადგან დაბადებიდანვე თქვენ არ გქონიათ არჩევანი და ესეთი მდგომარეობა სტანდარტულად მიიღეთ და აღიქვით, შეიძლება არადროს არც გიფიქრიათ ამაზე, და ეს არც არის თქვენი ბრალი. მაგრამ ეხლა შეგიძლიათ ცოტა სხვა კუთხით შეხედოთ და არა ისე როგორც საზოგადოებამ ჩაგინერგათ თქვენგან დაუკითხავად.

3401905-R3L8T8D-600-3

ამცირებს გარემოს დაბინძურებას. არ გეგონოთ რომ ეს უმნიშვნელო და პატარა რაღაც არის. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ხორცის მასს პროდუქციისგან წამოსული ქიმიური ნივთიერებებს და ნარჩენებს დაბინძურებული აქვს 276,000 კილომეტრი მდინარეები და წყალსაცავები. ხორცის მას პროდუქცია აბინძურებს ჰაერს, აქრობს ტყეებს და არღვევს პლანეტის კლიმატს. როგორ? იმისათვის რომ გამოკვებონ 10 მილიარდი ცხოველი წელიწადში, ამაზონის ჯუნგლებში ანადგურებენ ტყეებს, სადაც ხეების გარდა ათასობით სხვა ორგანიზმი ცხოვრობს და თესავენ სოიოს პლანტაციებს მათ მაგივრად, შედეგად ვიღებთ მსუყე ბურგერს ან შაურმას, რომელიც აბერებს და აზიანებს ჩვენ ორგანიზმს და ვსუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს. ამაზონის ტყეების განადგურება, ზოგადად ხეებისაც, იწვევს კლიმატის ცვლილებას (გლობალურ დათბობას). რა პრობლემაა? ის რომ უკანასკკნელ 40 წელიწადში ანტარქტიკის 40% ყინული გადნა. თუ გგონიათ რომ ოკეანეების დონის აწევა საქართველოში მაინც ვერ მოაღწევს, ამაში არ ცდებით. მაგრამ გლობალური დათბობა გამოიწვევს მარად თეთრი თოვლის დნობას მთებში, რაც გამოიწვევს მდინარეების დაშრობას. ამაზე დაახლოებით 30%-ით, პასუხისმგებელია ხორცის მას პროდუქცია.

drought

ამცირებს ჯიბის ხარჯს. ამას მგონი განვრცობა აღარ ჭირდება : )

მიზეზების კიდევ ძალიან დიდი სია არსებობს, მაგრამ აღარ გავაგრძელებ ამ ეტაპზე. ერთ ფაქტს მოვყვები საკუთარი გამოცდილებიდან. თითქმის ყველანაირ საჭმელს ვჭამდი ბავშვობიდან და ხორცი თითქმის ყოველდღე შედიოდა ჩემი კვების რაციონში. ბავშვობიდან ცოტა სუსტი ორგანიზმი მქონდა და ძალიან ხშირად ვიყავი ავად – გაციება, სიცხე, გრიპი. ძალიან ბევრ წამლებს და C ვიტამინებს ვსვავდი, თუმცა ამას კარგი არაფერი მოუტანია. ეხლა უკვე 4 წელია რაც ვეგეტარიანულ დიეტას მივსდევ და ამ პერიოდის მანძილზე მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ მქონდა სიცხე და გრიპი, ისიც ისე გადავიარე რომ წამლების საერთოდ არ მიმიღია. ბევრად უფრო მეტი ენერგია მაქვს (რის ნაკლებობასაც განვიცდიდი) და ბევრად უფრო მსუბუქად ვგრძნობ თავს. გარდა ამისა მიხარია რომ ჩემ გამო ცხოველები არ იტანჯებიან და პლანეტასაც ნაკლებად ვაბინძურებ.

კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, რომელიც არ ვიცი რამდენად მეცნიერულად დამტკიცებულია, თუმცა ბევრმა ბუნებასთან და სამყაროსთან ახლოს მყოფმა ხალხმა იცოდა რომ ცხოველი არამარტო სხეულს არამედ გონებასაც აბინძურებს. საქმე იმაშია რომ ცხოველს როცა დასაკლევად მიყავთ, იგი ამას ხედავს და გრძნობს და სიკვდილის მომენტში გამოიყოფა ბევრი ადრენალინი, რომელიც რჩება ხორცში, შემდეგ ეს გადადის ადამიანის სხეულში და გონებაში, რაც მას უფრო აგრესიულს ხდის. გასაკვირი არ არის რომ ვეგეტარიანელები დამპყრობლები არასდროს არ ყოფილან (რამდენადაც ვიცი).  ადრე სხვადასხვა წარმომავლობის ხალხში ისეთი კულტურაც იყოს დამკვიდრებული, რომ ცხოველს სანამ დაკლავდნენ, ეფერებოდნენ და თავს ევლობდნენ, რომ შეშინებული და ჭკუიდან გადასული არ მოეკლათ.

ბევრს სჯერა რომ ვეგეტარიანელები ვერ ან არ იღებენ იმდენ ცილას რაც ორგანიზმს ჭირდება. რაც სიცრუე არის თუ ცილის შემცველ პროდუქტებს მიიღებთ, როგორიც არის – ბროკოლი, კომბოსტო, ისპანახი, ლობიო, ბარდა, მიწის თხილი, თხილი, ნიგოზი… ეს პროდუქტები გაჯერებულია ცილებით, თუმცა ცოტა რაოდენობით ცილა ძალიან ბევრ პროდუქტში შედის, მაგრამ ესენი ითვლება ხორცის ჩამნაცვლებლად იმ კუთხით რომ იმდენივე ცილებს შეიცავს. ასევე რძის პროდუქტები – კვერცხი, ყველი.

კიდევ ერთი წინააღმდეგობა არსებობს ვეგეტარიანელებზე რომ ისინი არ იღებენ B12 ვიტამინს, რომელიც მხოლოდ ხორცში გვხვდება. ამ საკითხზე უმეტესობა ჯანმრთელობის ორგანიზაცია იძახის რომ აუცილებელია, ამიტომ ხშირად ვეგეტარიანელები იღებენ ვიტამინს კაპსულის სახით. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ ვიცი რამდენად აუცილებელია, რადგან 3 წელი არ მქონდა მიღებული, მერე მითხრეს ისეთმა ხალხმა ვისაც ვენდობი რომ საჭირო არისო, შესაბამისად 1 თვიანი კურსი ჩავიტარე. ორგანიზმში არაფერი ცვლილება არ შემიმჩნევია. ბევრი ვიცი რომ არ იღებს ამ ვიტამინს, თუმცა ვფიქრობ წელიწადში ერთხელ კაპსულის სახით მიღება არ იქნება ცუდი.

შენიშვნა: B12 ვიტამინს უფრო დეტალურად ჩავეძიე და როგორც აღმოჩნდა გვხვდება ნატურალურ რძეში და კვერცხში. თუ ამ პროდუქტებს მიიღებთ წესით პრობლემა არ უნდა შეგექმნათ. მაგრამ ვეგანებისთვის (ვინც არც რძის პროდუქტებს არ იღებენ) რეკომენდირებულია დამატებით ვიტამინის სახით მიიღონ. მაგრამ ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა რომ მიიღოს B12 არავის აწყენს, რადგან ორგანიზმს რაც არ ჭირდება იმაზე მეტს არ იღებს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ასეთი ვიტამინების შემადგენლობა, რამე ისეთს არ შეიცავდეს რაც უარყოფითად აისახება თქვენ ორგანიზმზე

მსოფლიოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი ვეგეტარიანელია. აქედან უმეტესობა ინდოელები რაც მათ კულტურის ნაწილი არის. განვითარებულ ქვეყნებში ვეგეტარიანელების რაოდენობა სწრაფად იზრდება. დღესდღეობით ასეთი სურათია – იტალია -10%, გერმანია – 8%, დიდი ბრიტანეთი – 6%, კანადა 4%, აშშ – 3.2%.

ეხლა ეს ყველაფერი წავიკითხეთ, გავიგეთ, მაგრამ სადილად კარგი ჩიხირთმა გველოდება. ხინკალის და მწვადის გარეშე ხომ ცხოვრება საერთოდ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ. რა ვქნათ? არაფერი :). მესმის რომ ქართველი სმა-ჭამის მოყვარული ერისთვის ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის. მაგრამ, მთავარია გაიგოთ და იცოდეთ რას ჭამთ და აცნობიერებდეთ რომ თქვენ გაქვთ არჩევანის საშუალება. 1-2 საუკუნის წინ შეიძლება არ გქონდათ არჩევანი, მაგრამ 21 საუკუნეში თქვენ ეს შესაძლებლობა გაქვთ – აირჩიოთ – მსუყე და მძიმე საკვები თუ გემრიელი და მსუბუქი საკვები. აქვე მინდა ავღნიშნო ხორცი მარილის გარეშე გაგისინჯავთ? როგორი გემო აქვს? ხილი და ბოსტნეული ძალიან გემრიელია მარილის გარეშეც კი.

მოკლედ თუ მოხდა სასწაული და თქვენ სერიოზულად დაფიქრდით ამ თემაზე, მაგრამ ბოლომდე მაინც გენანებათ შემიძლია შემოგთავაზოთ ასეთი რაღაც – თუ ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა გინდათ მოერიდეთ გადამუშავებულ ხორც პროდუქტებს – ნებისმიერი ძეხვეული, სოსისები, გაყინული ხორცი, გაყინული ქათმები, კონსერვები.. ეს ყველაფერი შეიცავს ძალიან ბევრ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის ყველაზე სახიფათო არის სოსისები და ძეხვეულში შემავალი წითელი ფერის მიმცემი ნივთიერება, რომლის მოხმარებაც 50% მეტ შემთხევაში იწვევს კიბოს! ხორც პროდუქტებიდან ყველაზე ნაკლებად მძიმე ხორცი არის თევზის, თუ მარტო თევზზე არ შეგიძლიათ, შემდეგია ქათმის. საქონლის და ღორის ხორცზე კარგს ვერაფერს ვიტყვი სამწუხაროდ. მაგრამ თევზიც და ქათამიც ქართული უნდა იყოს და არა გადამუშავებული ან გაყინული. (პ.ს. ქართულ ძეხვეულში არ გეგონოთ რომ ქართული ხორცია და უმეტეს შემთხვევებში არც რესტორნებში მოგართმევენ ქართული ხორცისგან დამზადებულ კერძებს). თუ ეს ყველაფერი მაინც ნამეტანია თქვენთვის, იქნებ ცოტათი მაინც შეამციროთ ხორცის მიღება, თქვენივე ჯანმრთელობისთვის 🙂 და ცოტა ბუნების შენარჩუნებისთვისაც 🙂 და ცოტა თქვენი შვილიშვილებისთვისაც, რომ ნაცრისფერ უდაბნოში არ გაიზარდნონ 🙂

და ბოლოს ვეგეტარიანელობა არ არის რელიეგია ან რაიმე მიმდევრობა. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. სხვათაშორის მარხვა ტყუილად არ არის მოგონილი, წმენდს სხეულს და გონებას. ჯანსაღი სხეული და სუფთა გონება ბევრად უფრო სასიამოვნო შეგრძნებაა..

healthystay-healthy-xl-health-blog-v5sgqzep

Comments

comments

4 thoughts on “რატომ ჯობია ვეგეტარიანული კვება

  1. საინტერესო ბლოგია! ველი ახალ ინფოებს 🙂

  2. Rogor dagimegobrot rom xshirad mivigot inpormarsia??
    Me mkvia Natia Lomidze-Nystrom
    Ikneba damimegobrot FB-se??

  3. ერთს დავამატებდი, ისტორიულად ხორცი არასოდეს არ ყოფილა ისეთი ხელმისაწვდომი, როგორც ახლაა, ელენერგიის და მაცივრების “დამსახურებით”,
    🙂

Leave a Reply